ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი თეატრალურ ფესტივალზე გიწვევთ

0

11072340_1622995244580176_858686191_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალის ,,სახილველის“ ფარგლებში, 27 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, ბოლნისის კულტურის სახლში სპექტაკლების ჩვენება მოეწყობა. ფესტივალში  მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა თეატრი, თოჯინების  თეატრი, ჩრდილების თეატრი,  საჯარო და კერძო სკოლები.  ფესტივალის მიზანია სტიმული მისცეს   მოსწავლე-ახალგაზრდობას, რათა აქტიურად ჩაერთონ შემოქმედებით საქმიანობაში. ხელი შეუწყოს მოზარდების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებასა და ეთნიკური უმცირესობების მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართულობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში.

ფესტივალის ორგანიზატორია ბოლნისის კულტურის სახლის თეატრალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი შოთა მერკვილაძე.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, ააიპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება.’’

 

Share.

Leave A Reply