ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი ლატვიაში გაემგზავრება

0

11084549_762438420537569_1704226167_nმუნიციპალიტეტის თეატრი  საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილოებას,  რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ლატვიის ქალაქ ულბენეში გაიმართება. შემოქმედებითი კოლექტივის გამგზავრება ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსდება. გასტროლზე 12 კაციანი ჯგუფი სპექტაკლს „ჩემო მეჟოლია“-ს წარადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა თანამედროვე მწერლის მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ტრაგიკომედია „ჩემო მეჟოლია“ 2013 წელს ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე დადგა.

„ბოლნისის გამგებლის კეთილი ნებით დაფინანსდება ბოლნისის თეატრის გასტროლი, რითვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მას. ლატვიაში საერთაშორისო ფესტივალზე მესამედ ვღებულობთ მონაწილეობას. მსახიობების და რეჟისორის გადაწყვეტილებით  „ჩემო მეჟოლიას“ გავიტანთ“,-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის ხელმძღვანელმა გია ღვინერიამ.


Share.

Leave A Reply