ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახი გაიხსნა

0

11076755_758351287612949_411742172_nქალთა ოთახი  ჰქვია ახალ მუნიციპალურ სერვისს, რომელიც ბოლნისში გაიხსნა. მის მიზანს ქალბატონების გააქტიურება და გაძლიერება წარმოადგენს. აღნიშნული პროექტი რამდენიმე სერვისს მოიცავს: ბიბლიოთეკა, კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება, საღამოს კლასები, ბავშვთა კუთხე, სპეციალური ტრენინგ პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა, წვდომა ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ სიახლეებზე. აღნიშნული მიმართულებით სარგებლობა ბოლნისში მცხოვრებ ქალებს დღეიდან შეეძლებათ. ქალთა ოთახის გახსნის ცერემონიალს USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მარისი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაესწრო. სტუმრებს გოგი მეშველიანმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.

„ქალთა ოთახი“ არის საჯარო სივრცე ყველა საჭირო რესურსით თემში ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მისაწოდებლად, ქალთა მონაწილეობის წასახალისებლად სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ოთახი აღჭურვილია ბიბლიოთეკით, ინტერნეტით და ბავშვთა კუთხით.  არის ასევე სათემო სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სათემო ჯგუფს, არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ არსებული სივრცე შეხვედრების მოსაწყობად, რაც თავის მხრივ, ქმნის დამატებით სარგებელს ვიზიტორებისთვის ინფორმაციისა და  იდეების გაზიარების კუთხით“, _აღნიშნა პროგრამის დირექტორმა ლალი ყიფშიძემ.

ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროგრამას კონფლიქტებისა და მოლაპარაკების კვლევითი ცენტრი.  არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy corps-თან ერთად ახორციელებს, რომელიც USAID-ის მიერ ფინანსდება. ორგანიზატორების თქმით, პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნეს ინიციატივების დაფინანსება მოხდება.

მაია კუპრავა-შარვაშიძე, ქალთა ოთახის კოორდინატორი:

_დღეს ბოლნისში გაიხსნა ქალთა ოთახი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი უნდა იყოს ქალებისათვის. მისი დანიშნულებაა მუნიციპალიტეტში მოსულ ქალს გაუწიოს დახმარება, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია. ასევე ჩვენ გვექნება ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა. ოთახს აქვს ბიბლიოთეკა და კომპიუტერული აღჭურვილობა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ აქ მოსულმა ქალბატონებმა. ჩვენი სერვისი კიდევ ბევრ სასიკეთო და საინტერესო სიახლეს შესთავაზებს ბოლნისელ ქალბატონებს.

ახალი მუნიციპალური სერვისი „ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“  მიზნად ისახავს დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვას, როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული კუთხით. პროგრამამ დააფუძნა განათლების, კარიერისა და შესაძლებლობების ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების  შესაძლებლობების გაზრდას, გააადვილებს ადგილობრივ შესაძლებლობათა  მაძიებლებისა და ბიზნესების, პროფესიული ტრენინგ ცენტრების, ადგილობრივ სკოლებს შორის ურთიერთდაკავშირებას. ქალთა ოთახი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა და მის ხელმძღვანელად პედაგოგი თინათინ ფრუიძე დაინიშნა. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ქალთა გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის  ითანამშრომლებენ მუნიციპალიტეტებთან.

„მიმაჩნია,რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რამდენადაც ჩვენს ქალბატონებს შეეძლებათ მოვიდნენ და შეუფერხებლად მიიღონ  მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია. ქალთა ოთახის ამუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა პრობლემების მოგვარებას ჩვენს მუნიციპალიტეტში“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

რამინ ისმაილოვი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორის მოადგილე:

_პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში მუშაობენ. ქალთა ოთახების გახსნა ხელს შეუწყობს  ქალების ინტეგრაციას სახელმწიფო სტრუქტურებში. ამასთანავე ქალთა ოთახის მეშვეობით ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინიგები, ბოლნისელი ქალბატონები მიიღებენ კონსულტაციებს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ოთახის არსებობა ბევრ პრობლემებს მოუგვარებთ მათ.

კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი Merrcy corps-ის პარტნიორობით აღნიშნულ პროექტს ქვეყნის ორ რეგიონში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ახორციელებს. ქალთა ოთახები დმანისის, წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში ახალი სერვისი მარნეულსა და რუსთავში დაინერგება. პროექტის ფარგლებში ქალთა ოთახი  13 მუნიციპალიტეტში გაიხსნება.

11072345_758351480946263_1296284732_n 11063278_758351430946268_902096843_n

Share.

Leave A Reply