ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_n16 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განსახილველად გატანილი იყო ათი საკითხი.

საკრებულოს, თანამომხსენებლებთან ერთად,  თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უძღვებოდა.

„დღევანდელ საკრებულოზე გამოტანილი იყო ათი საკითხი, სადაც ძირითად  საკითხებად შემდეგს განვიხილავ: საქართველოს მთავრობის №343 ბრძანებით, 2014 წლის 23 თებერვლის განკარგულებით 15000 ლარი დაემატა ადგილობრივ ბიუჯეტს ქალაქ ბოლნისის კინოთეატრის საპროექტო სამუშაოებისთვის. რადგან ჩაიშალა რამოდენიმე ტენდერი, კანონი გვაძლევს  უფლებას, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე გამარტივებული წესით მივცეთ უფლება გააგრძელონ სამუშაოები რამდენიმე გადაუდებელი აუცილებლობისთვის საჭირო ობიექტზე. ეს უფლება გაცემული და დამტკიცებული იქნა დღეს. 23 მარტიდან გამოცხადდება კონკურსი  35 ვაკანსიაზე, აქაც შევიდა ცვლილება, თუ აქამდე რამდენიმე ვაკანსიაზე არ დაიშვებოდა უდიპლომო კანდიდატი, ახლა უკვე შესაძლებელია. გაფართოვდა არეალი,  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და  შესაბამისი ქულების მიღების შემდეგ დაიწყოს მუშაობა. დანარჩენი საკითხები მოიცავდა სხვადასხვა სამსახურების მიერ წარდგენილ პროექტებს, რომელიც განვიხილეთ და მოვიწონეთ“, _აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა.

16 მარტის საკრებულოზე ასევე დამტკიცდა და ცვლილებები შევიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. თანხმობა იქნა გაცემული რამოდენიმე ობიექტის გამარტივებულ შესყიდვაზე და დამტკიცდა ასევე საპროექტო სამუშაოების შესყიდვაც.

„მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის ბიუჯეტში და შესყიდვებში დაგეგმილი იყო ხიდების რეაბილიტაციის პროექტების შესყიდვა და შემდგომში რეაბილიტაცია.  მუნიციპალიტეტს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი, რომელიც ჩაიშალა. რადგან გაზაფხულია,  შესაძლებელია სამწვერისში  მოხდეს წყლის დონის მატება და  ხიდის დაზიანება, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ხიდების პროექტირების შესყიდვის განხორციელება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის წესით, ერთ პირთან მოლაპარაკებით. ანალოგიური პრობლემა იყო სოფელ ტალავერში არსებულ ხევზე, სადაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად წყლის მომატებამ შესაძლოა რამოდენიმე მოსახლის საცხოვრებელს შეუქმნას პრობლემა. ზიანდება გზის სავალი ნაწილიც, ამიტომ ეს საკითხიც გადაუდებელი აუცილებლობით გავიდა საკრებულოზე.

2015 წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიით, მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები გადანაწილებული იქნა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვებისათვის“, _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი მათეშვილმა.


Share.

Leave A Reply