ბოლნისის მუნიციპალიტეტს საქართველოს ჭიდაობის პრეზიდიუმის წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

0

3.02.11_95თავისუფალი ჭიდაობის განვითარებისა და აღორძინების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს ჭიდაობის პრეზიდიუმის წევრი გიორგი მაკასარაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები.   ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დაბა კაზრეთში არსებული საჭიდაო დარბაზები. ჭიდაობის ფედერაციის წევრები ადგილზე გაეცნენ საჭიდაო დარბაზებში შექმნილ ვითარებას.

„ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით აღვწეროთ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში, დავდივართ რეგიონებში  და ვამოწმებთ საჭიდაო დარბაზებს, რათა შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღესდღეობით არსებობს. რა გვაქვს, რას ვაკეთებთ და რა არის გასაკეთებელი.  უნდა გავაკეთოთ ყველა საჭიდაო დარბაზის საერთო ანალიზი და შევიმუშაოთ ის პროგრამა, თუ როგორ შეიძლება ამ სპორტის განვითარება. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების გვერდში დგომა, რათა შევქმნათ თავისუფალი ჭიდაობის ძლიერი ბაზა“,– აღნიშნა საქართველოს ჭიდაობის პრეზიდიუმის წევრმა გიორგი მაკასარაშვილმა.


Share.

Leave A Reply