„არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის გეგმის პრეზენტაცია გამართა

0

11009181_748087221957033_7871332776836271038_oკომპანია „არემჯიმ“ სასტუმრო „რედისონში“ გარემოსდაცვითი აუდიტის გეგმის პრეზენტაცია გამართა.
კომპანიის ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურმა საზოგადოებას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ წარუდგინა, რომელიც დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს და მედიას ჩასატარებელი აუდიტის გეგმა საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა პროფ. გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ (უკრაინა) გააცნეს. ისინი იმ 18 კაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც 6 თვიანი პროექტის მსვლელობისას უზრუნველყოფენ გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელ შეფასებას შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში.
მომდევნო თვეებში, სამუშაო ჯგუფს ასევე შეუერთდება, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, მსოფლიო ბანკის ექსპერტი გარემოსდაცვითი აუდიტორი შვედი კარლ ლუნგენი.
გარემოსდაცვითი აუდიტის ექსპერტთა ჯგუფში წარმოდგენილი არიან, როგორც ქართველი ასევე უცხოელი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები, წყლის ექსპერტები და სხვა. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები, შეიმუშავებენ და დაგეგმავან შესაბამის რეკომენდაციებსა და შემარბილებელ ღონისძიებებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ მათი მიზანია, გარემოსდაცვითი აუდიტი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოება სათანადოდ იყოს ინფორმირებული, როგორც მისი მიმდინარეობის ასევე საბოლოო შედეგების შესახებ.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სახით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.


Share.

Leave A Reply