ადგილობრივი თვიმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ბალიჭის საბავშვო ბაღში დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

0

11068001_10153128003897230_1482531253_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სოფელ ბალიჭში გარემონტებული საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს სარემონტო სამუშაოები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 406 ათასი ლარით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, შეიღება ოთახები. საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფი იყო, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზარდა ბავშვთა კონტინგენტი, დაემატა ერთი ჯგუფი და დღეს  50-მდე აღსაზრდელს კომფორტულ გარემოში უწევს ყოფნა. საბავშვო ბაღში წლების მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემაც გვარდება. ყარაბულახის სათავე ნაგებობიდან ხდება წყლის შეყვანა, დაიდგმება ავზი და საბოლოოდ მოგვარდება პრობლემა.


Share.

Leave A Reply