3 თებერვალს პროექტის „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი” პრეზენტაცია გაიმართება

0

10426910_887810047938383_5616456794455117052_n3 თებერვალს, თბილისში, „ევროპის სახლში” პროექტის „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი” პრეზენტაცია გაიმართება. სადაც საუბარი იქნება ბოლნისის არტ რეზიდენციაზე, რომელიც თებერვალში იხსნება. ასევე იმ სახელოვნებო და კულტურულ პროცესებზე, რომელიც ბოლნისში დაიწყება. პრეზენტაციაზე განიხილება არტისტების ჩართულობის საშუალებები და ფორმები, ქალაქისა და არტ რეზიდენციის პერსპექტივები მისი „ხელოვნების ქალაქად” გადაქცევის კუთხით.

პრეზენტაციას  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და  პროექტის პარტნიორი რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მომხსენებლები იქნებიან: თორნიკე ადამაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, თამარ ჯანაშია.

დასწრება თავისუფალია, დასაწყისი 18:00 საათზე.

შეგახსენებთ, პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულია.


Share.

Comments are closed.