17 წლამდელებმა სლოვაკები დაამარცხეს

0

10995295_343089805888726_2965466734225512600_oსაქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკეთი დაამარცხა. გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი არაბიძე გახდა. U17 საქართველო – U17 სლოვაკეთი 1:0.

სლოვაკი თანატოლების წინააღმდეგ, „დინამო” თბილისის ორი ბოლნისელი მოთამაშე, ლევან ისიანი და აკაკი ყურაშვილი თამაშობდნენ.

სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები თბილისში 23 თებერვალს ჩამოვიდა. შემდეგი ამხანაგური მატჩი ნაკრებებს შორის 26 თებერვალს გაიმართება.

აღნიშნული შეკრება და ამხანაგური მატჩები, 17-წლამდელების თბილისური მზადების ბოლო ეტაპი იქნება. ამის შემდეგ, 3 მარტს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას დიუსელდორფთან ახლომდებარე ქალაქში გაივლის.


Share.

Leave A Reply