16 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე 5 საკითხს განიხილავს

0

1240651_846533688741085_4003725456972108209_nბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 16  თებერვლის მორიგი  სხდომის

დღის წესრიგი

  1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: დავით ჯაფარიძე

  1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: დავით ჯაფარიძე

  1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013  წლის  20 თებერვლის    №8  დადგენილებაში ცვლილებების   შეტანის შესახებ

მომხსენებელი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: რასულ ბახტიაროვი

  1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესის დამტკიცების  შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის   26 დეკემბრის   № 62 დადგენილებაში ცვლილების   შეტანის შესახებ

მომხსენებელი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: დავით ასპანიძე

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირის   ,,სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო  დაწესებულება – ბოლნისის ძიუდოს სკოლა“ დაფუძნების  თაობაზე ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  გამგებლისთვის  თანხმობის  მიცემის  შესახებ

მომხსენებელი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: თამაზ ჩუბინიძე

 განსახილვევლი საკითხები სრულად 

 


Share.

Leave A Reply