ჯიუ-ჯიცუს პოლონელმა სპორტსმენებმა ბოლნისელ ძიუდოისტებს საჩვენებელი ილეთები შესთავაზეს

0

10362785_852392301491254_6320374900056578187_oმურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზმა რეგიონალურ ტურნირს უმასპინძლა.

,,ქვემო ქართლის პირველობას ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს’’ შორის მხარის გუბერნატორი სპორტის წარმომადგენლებთან და პოლონელ სტუმრებთან ერთად დაესწრო. ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა წარმომადგენლებმა საბრძოლო ხელოვნების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ძიუდოისტებსა და მაყურებელს რამდენიმე საჩვენებელი ილეთი შესთავაზეს. სპორტის ამ სახეობის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ისაუბრა. ჯიუ-ჯიცუ საქართველოში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს, ძიუდო სწორედ ჯიუ-ჯიცუსგან შეიქმნა და საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა მსოფლიოში პოპულარულია.
ტურნირზე მონაწილეობა ქვემო ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო. რეგიონალურ პირველობას თვალყურს ადევნებდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ორი ძიუდოისტი საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი ახალგაზრდებს შორის 14-15 თებერვალს მარნეულში ჩატარდება, ხოლო 21-22 თებერვალს ჭაბუკთა შორის ჩემპიონატს ყვარელი უმასპინძლებს.
„ჯიუ-ჯიცუს მსოფლიო ოსტატები დაესწრნენ ბოლნისში გამართულ ჩემპიონატს. წარმოადგინეს საბრძოლო ხელოვნების ჯიუ-ჯიცუს საჩვენებელი ილეთები. მოგახსენებათ, რომ ძიუდო და ჯიუ-ჯიცუ ერთი ფესვებიდან წამოსული სპორტია. ქვემო ქართლის რეგიონში სპორტის ორივე სახეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლონელი მეგობრების სტუმრობით ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა ჯიუ-ჯიცუს საბრძოლო ხელოვნების დანერგვას და გაძლიერებას, Aახალგაზრდები უნდა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრებით, ამისთვის სპორტი აუცილებელია, ჩვენ ხელს შევუწყობთ მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებას.” _აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.


Share.

Comments are closed.