ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა

0

10644389_942904812395852_5574446946626428081_oშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა.
მინისტრმა რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ შემოსატანად მემორანდუმი აპრილში გაფორმდება. შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მედიკამენტი რამდენიმე დღეში უკვე საქართველოში იქნება.
საქართველოს მთავრობას, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „“გილეადს“ შორის ამჟამადაც მიმდინარეობს მოლაპარეკებები, რომლის შედეგადაც საქართველოს დამატებითი შესაძლებლობა გაუჩნდა, შემოიტანოს ახალი თაობის, კომბინირებული მედიკამენტი „ჰარვონი“, რომელშიც „სოფოსბუვირთან“ ერთად კიდევ ერთი პრეპარატი, „ლედიპასვირიც“ შედის.
C ჰეპატიტის სრულად აღმოსაფხვრელად, სამკურნალო მედიკამენტის შემოტანასთან ერთად უკვე განხორციელდა მონიტორინგი სტომატოლოგიურ კაბინეტებში. დღეის მდგომარეობით, სულ შემოწმებულია 544 სტომატოლოგიური კაბინეტი. მონიტორინგის ჩატარებისას დაფიქსირდა 20 დაწესებულება, რომელიც ერთჯერადი დანიშნულების იარაღს იყენებდა მრავალჯერადად. ხელმეორედ გადამოწმებისას 18 დაწესებულებაში აღნიშნული ფაქტები აღარ დაფიქსირებულა. 2 დაწესებულებას მიეცა მკაცრი გაფრთხილება.
მინისტრმა შრომის ინსპექციის შემოღებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უკვე დაფუძნდა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი. ახალი კანონის ამოცანაა, უკანონო ექსპლუატაციის აღმოფხვრა და შრომითი პირობების უსაფრთხოება. პირველ ეტაპზე, დეპარტამენტი იმუშავებს 25 მონიტორის გადამზადებაზე და მხოლოდ ამიშ შემდეგ განხორციელდება პირველი ვიზიტები სხვადასხვა კომპანიებში.


Share.

Leave A Reply