ხუთი „ყოჩი” პორტუგალიისთვის

0
10960470_792545244175910_5252457997712569030_oბოლნისის “ყოჩების” აღზრდილი და მოქმედი მორაგბეებიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში პორტუგალიასთან მათჩს ოთხი იწყებს, ერთი კი, თადარიგშია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის 64:8 დამარცხების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 14 თებერვალს გასამართი შეხვედრისთვის დამწყებ 15-ეულში 11 ცვლილება განახორციელა.
ცვლილება არ შეეხო და ამჟამადაც სასტარტო შემადგენლობაშია ბოლნისური კლუბის აღზრდილი, ამჟამად რუსეთის ჩემპიონ “ენისეის” შუამარბი დავით კაჭარავა, რომლისთვისაც ეს 78-ე სანაკრებო თამაში იქნება. “თბილისის თასის” შემდეგ, პორტუგალიელებთან მატჩს პირველად იწყებს სასტარტო შემადგენლობაში “ბანიერის” მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელიც გერმანიასთან მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და სამი გარდასახვა გაიტანა. პორტუგალია გერმანიაზე უფრო ძლიერი და გამოცდილი გუნდია და 9 ნომერზე დაბრუნდა “ყოჩების” ლიდერი გიორგი ბეგაძე, რომელმაც წინა მატჩში ასევე შეცვლაზე შევიდა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, შარშან ესპანელთა წინააღმდეგ ითამაშა “ბრივის” ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა. ერთწლიანი შესვენების შემდეგ, მას ჰეიგმა ისევ უხმო და გერმანიასთან არ ათამაშა, მაგრამ ახლა სასტარტო შემადგენლობაშია. თადარიგშია ამჟამად ინგლისის პრემიერშიპის კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია “ბორჯღალოსანთა” ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა შაბათს, “მიხეილ მესხზე” 17 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია. პირველ ტურში პორტუგალია საკუთარ მოედანზე რუმინეთთან 10:37 დამარცხდა და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანა. საქართველოს ნაკრებს ამ გუნდის წინააღმდეგ აქამდე 18-ჯერ უთამაშია და 12-ჯერ დაამარცხა, 4-ჯერ თავად დამარცხდა, ხოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მეტოქეს “ბორჯღალოსნებისთვის” 2006 წლიდან აღარ მოუგია და წაუგებელია სერია 11-მატჩიანია (9 მოგება და 2 ფრე). არის მეორე სასიამოვნო სერიაც, რომელიც 2010 წლიდან დღემდე ზედიზედ ხუთ მოგებას მოიცავს. შარშან პორტუგალიას ლისაბონში 34:9 ვძლიეთ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015
II რაუნდი. 14 თებერვალი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 17 საათი
საქართველო – პორტუგალია 
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 80, 578 – 12 ლელო, 103 გარდასახვა, 101 ჯარიმა, 3 აერეკნი), 14. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 22, 20), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 77, 70), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 29, 35), 11. მურაზ გიორგაძე (არმაზი, საქართველი, 3, 5), 10. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 52, 138 – 3 ლელო, 27 გარდასახვა, 20 ჯარიმა, 3 არეკნი), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, საქართველო, 29, 0); 1. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 6, 0), 2. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 14, 25), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 19, 15), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 78, 50), 5. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 27, 5), 6. დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 37, 30), 7. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 44, 5), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 6, 5).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (სეილი, ინგლისი, 28, 15), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 22, 5), 18. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 45, 45), 19. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 45, 45), 20. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, საქართველო, 17, 5); 21. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 1, 0), 22. ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, საქართველო, 35, 25), 23. გიორგი აფციაური (აია, საქართველო, 2, 0).
გამოძახებულთაგან განაცხადში არ არიან: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 64, 15), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, საქართველო, 10, 15), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, საქართველო, 46, 25), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, საქართველო, 1, 5).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რუმინეთი – ესპანეთი
გერმანია – რუსეთი
საქართველო 1 1 0 0 64-8 5
რუმინეთი 1 1 0 0 37-10 5
ესპანეთი 1 1 0 0 43-20 5
რუსეთი 1 0 0 1 20-43 0
პორტუგალია 1 0 0 1 10-37 0
გერმანია 1 0 0 18-64 0

Share.

Comments are closed.