„ხვალ უკვე გვიან იქნება“ – ჩრდილების თეატრმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა

0

11004037_742334145881330_801060087_n,,ხვალ უკვე გვიან იქნება“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა ბოლნისის კულტურის სახლის ნახევრად ცარიელ დარბაზში წარადგინეს. სპექტაკლი ნარკომანიას, ძალადობას და მისგან გამოწვეულ მძიმე შედეგებს შეეხებოდა.

მძიმე და სევდიანი ისტორიით პატარა მსახიობები ცდილობდნენ ის ტკივილი გადმოეცათ, რომელიც დღეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს ჩვენმა მსახიობებმა ბოლნისელ მაყურებლებს ჩრდილების თეატრი წარმოუდგინეს. სპექტაკლის ძირითადი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ასევე ამით ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, _ აღნიშნა სპექტაკლის სცენარის ავტორმა თამარ ბობოხიძემ.

დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა   მიხეილ რეხვიაშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

შეგახსენებთ, მიხეილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რისთვისაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე: GE03LB0711118523289000

10984694_742334062548005_1450168062_n


Share.

Comments are closed.