ძიუდოს დარბაზში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

0

11015612_348731395328089_315997676_oმურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,  ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილ X საერთაშორისო  ტურნირს მასპინძლობს.

ორ დღიანი ტურნირი საზეიმოდ ქორეოეგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა  „სიონმა’’ გახსნა.

ანზორ მარგველანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი  და მეზობელი სომხეთის და აზერბაიჯანის ნაკრები  გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ძიუდოს დარბაზში ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის მოადგილე დაესწრენ.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– ძიუდოს დარბაზში სტარტი აიღო ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილმა საერთაშორისო ტურნირმა. დღეს 250 მოზარდი იასპარეზებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო. ძიუდოს ფედერაციის რეკომენდაციით ჩვენ დავაფუძნეთ ძიუდოს სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე. ბოლნისში ძიუდოს დიდი ტრადიციაა აქვს, ამიტომ  გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.

გიორგი ჭავჭავაძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის მოადგილე:

– ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტურნირების მოწყობა. მომავალმა თაობამ არ უნდა დაივიწყონ დამსახურებული მწვრთნელები, რასაც ხელს უწყობს მსგავსი სახის შეხვედრები. სამწუხაროდ, ბატონ ანზორ მარგველანს არ ვიცნობდი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მეათე წელია აღნიშნული ტურნირი ტარდება, ეს ძალიან დიდი პატივის მიგება არის ჩვენი თანამემამულეებისათვის და იმ ხალხისთვის ვინც საკმაოდ დიდი შრომა გაწია ამ სფეროს განვითარებისთვის. დიდი მადლობა მინდა მოწვეულ სტუმრებს გადავუხადო მონაწილეობისათვის და ყველას წარმატება ვუსურვო. ასევე, მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, თუ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენ ყოველთვის მონაწილეები ვიქნებით და  მასში პატარა წვლილს აუცილებლად შევიტანთ თვითმმართველობა და გუბერნია.

ორ დღიანი ტურნირნირზე, რომელიც  ოცდაერთ წონით კატეგორიაში იმართება, 2001-2002-2003-2004 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან, ხოლო გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ნაკრებ გუნდებს ანზორ მარგველანის სახელობის თასები გადაეცემათ.

10848901_908455489215571_414482087351216738_o

11040489_348731388661423_549174781_o


Share.

Leave A Reply