ქალაქ ბოლნისში მოხუცთა შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდება

0

hands_129100951_stdბოლნისის მუნიციპალიტეტი და ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური საზოგადოება საქართველოში ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის ფარგლებში ქალაქ ბოლნისში მოხუცთა შინ მოვლის პროგრამა ამოქმედდება. სერვისი ოცდაათამდე მარტოხელა ხანდაზმულ და ავადმყოფ ადამიანს ადგილზე გაუწევს მოვლა-პატრონობას. ბენეფიციარები საშინაო პირობებში მიიღებენ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო და ჰიგიენურ მოვლას, ოჯახურ საქმეებში თანადგომას და ადამიანებთან კონტაქტს. პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტის და შინ მოვლის დიაკონური სამსახურის თანადაფინანსებით  იმუშავებს, სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება ბენეფიციარებს.

„შევხვდით შინ მოვლის დიაკონური სამსახურის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ პროექტის შესახებ, ვფიქრობ ძალიან კარგი პროგრამაა. ოცდაათამდე მარტოხელა, ავადმყოფ ბენეფიციარს ადგილზე გავუწევთ ამ სერვისით დახმარებას, რომელიც მოხუცთა სახლ „ჭაღარა“-ს პატრონაჟის ქვეშ იქნება. მიმდინარეობს პროექტის მომზადება და ბენეფიციარების მოძიება, პროგრამა მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით იმუშავებს“. _აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.


Share.

Leave A Reply