სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს იწყებს

0

otar danelia MOA 2აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2014  წლის პირველისექტემბრიდან ამოქმედდა და რომელიცგარკვეული პირობების გათვალისწინებითმთავრობისმიერსუბსიდირებასმოიაზრებს, ცვლილებები შევიდა.

2015 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

„მოგეხსენებათ,გასულიწლისსექტემბერშიდავიწყეთაგროდაზღვევისსაპილოტეპროექტი, რომელიცგათვლილიიყოერთწელიწადზედა მნიშვნელოვანი იყო შედეგის ანალიზის თვალსაზრისით. პოზიტიური შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად,სამთვეში. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან, ჩვენ უკვეგანახლებულიმოდელითვაგრძელებთ აგროდაზღვევის პროექტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი და BFC კონსალტინგისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში აგროდაზღვევის მოდელთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე გავითვალისწინეთყველა ობიექტურიდამნიშვნელოვანირეკომენდაცია. განისაზღვრალიმიტებიდა ყველაისპირობა, რომელიცაქამდეარიყოსრულყოფილი. შესაბამისად,ჩვენუკვეაგროდაზღვევის ახალიპროექტითშევუდგებითმუშაობას”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

2015 წლისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ – ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი,ირაო, არდი, უნისონი – გამოთქვა.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. აღნიშნული შეზღუდვით მოხდა სეგმენტის განსაზღვრა, პროგრამა ორიენტირებულია მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.

სახელმწიფო სუბსიდირება წელს 60%-მდეგანისაზღვრა. ფრანშიზა დაითვლება რეალური მოსავლიანობიდან, შესაბამისად ვერ გადაფარავს ზარალის ოდენობას თუ ზარალი ასცდა 10% -ს.  2014 წლის პროგრამაში ფრანშიზა ითვლებოდა სადაზღვევო ლიმიტიდან ხოლო ზარალი რეალური მოსავლიანობიდან, რაც უმეტეს შემთხვევაში ზარალის გადაფარვას იწვევდა. ზარალის შეფასების საერთო მეთოდი დაინერგა თითოეული კულტურის შესაბამისად, რაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.

კომპანიები პოლისებისგაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში  გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი,  დაზღვეულია  150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.


Share.

Leave A Reply