სოფელ ნახიდურს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

0

10995609_908573685870418_6727080133844899340_nბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურს, სატუმბო სადგურში ძრავის დაზიანების გამო, ბოლო 2 კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. სოფელში 1400 ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივებს ამ ხნის განმავლობაში სასმელი წყლის ოჯახებში მიტანა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე წყაროდან უწევდათ.
სატუმბო სადგურში, რომელსაც შ.პ.ს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ბოლნისის სერვისცენტრი ემსახურება, ახალი ელექტროძრავი დამონტაჟდა და სოფელს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.
სოფელ ნახიდურს დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, ბოლნისის საკრებულოს წევრებთან ნუკრი ანდრიაძესთან და დავით ჯაფარიძესთან ერთად ესტუმრა და სატუმბო სადგური დაათვალიერა.
„დღეს ნახიდურის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება განახლდა. აღსანიშნავია, რომ სატუმბო სადგური, რომელიც დღეს დავათვალიერეთ საკმაოდ მოძველებულია და სერიოზულ სარესტავრაციო სამუშაოებს საჭიროებს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელებთან და უმოკლეს პერიოდში მათთან გვექნება სერიოზული საუბარი სასმელი წყლის მიწოდების პროცესში მსგავსი შეფერხებების დროული აღმოფხვრისა და პრევენციისათვის გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დაუშვებელია მოსახლეობას ასე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მიეწოდებოდეს სასმელი წყალი. კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავსი პრეცენდენტი აღარ განმეორდეს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

10994323_908573725870414_5331320445572026091_n 11043167_908573489203771_2032341693287128533_n


Share.

Leave A Reply