ბოლნისის „სიონმა” თურქული შეკრება „შერიფთან” მატჩით დაასრულა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის ბოლნისელები თურქეთში, კერძოდ, ქალაქ ბელეკში მოემზადნენ, სადაც ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – „კრაივოსთან”, „ლოკომოტივთან”, რუმინეთის ნაკრებთან, „ბატესა” და „შერიფთან”.
გუნდი თბილისში ხვალ ბრუნდება. ლადო ბურდული ფეხბურთელებს ორი დღე დაასვენებს.
„სიონი” ეროვული ჩემპიონატის მეორე წრეს საჩხერის „ჩიხურასთან” მატჩით იწყებს.