„სიონი” საკონტროლო შეხვედრებს განაგრძობს

0

10974616_919088961435235_2469612696286532639_o3 თებერვალს ბოლნისის „სიონმა“ თურქეთში ანტალიურ შეჯიბრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის უმაღლესი ლიგის „კრაიოვასთან“ გამართა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. თამაში მეტად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, ბოლნისელებმა მეტოქე გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მიუხედავად ამისა, „კრაიოვამ“ თამაში უპირატესობით დაასრულა.

მატჩის პირველივე წუთებზე, ბოლნისელთა ახალწვეულს, ლუის ალბერტოს ანგარიშის გახსნა შეეძლო. რუმინელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, კუთხურიდან კი პორტუგალიელს თავით ჰქონდა გასატანი, თუმცა მას მიზანმა მცირედით უმტყუნა. “კრაიოვამ” თავის ერთადერთი შანსი 23-ე წუთზე გამოიყენა.

გოლი მცველთა ბავშვურ შეცდომას მოჰყვა – 1:0. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ “სიონს” რამდენიმე შანსი ჰქონდა, მომენტების რეალიზება ვერ მოხერხდა. შეხვედრის მეორე ტაიმში, ლადო ბურდულმა გადახალისებული შემადგენლობა დააყენა.

პირველისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჩვენმა გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, რამდენჯერმე დაემუქრნენ რუმინელებიც ბოლნისელთა კარს, თუმცა დაცვა საიმედოდ ირჯებოდა. მატჩის დასრულებამდე ათიდე წუთით ადრე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დაჩი ცნობილაძე უხეში თამაშისთვის დააჯარიმა და საჯარიმოს სიახლოვეს სახიფათო სტანდარტული დაინიშნა, მიუხედავად ამისა, “კრაიოვამ” უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა.

გაშვებული გოლისგან იხსნა მერლანმა საკუთარი გუნდიც, საპასუხოდ კი რუმინელებმა სახიფათო შეტევა მიიღეს, თუმცა სიჭინავას კარისკენ ჩაწოდებულ ბურთს გუნდელები ვერ გამოეხმაურნენ. რუმინელთა საჯარიმოს სიახლოვეს, მიქაბერიძეზე წესების დარღვევა დააფიქსირა მსაჯმა, სიჭინავას დარტყმული “კრაიოვას” მცველებმა მოიგერიეს. მორიგ ამხანაგურ მატჩს “სიონი” ხვალ, უზბეკური “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გამართავს.

პირველი ტაიმი – ბათიაშვილი, სვანიძე, ინწკირველი, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი, ცნობილაძე, ბერიძე, ცხადაია, ქებურია, ლუის ალბერტო, ჭიკაიძე;

მეორე ტაიმი – მერლანი, მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ფოფხაძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, ცნობილაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, და სილვა.

4 თებერვალს კი „სიონმა“ ანტალიაში მეორე ტესტ მატჩი, აზიის ჩემპიონთა ლიგის მონაწილესთან, უზბეკეთის „ლოკომოტივთან“ გამართა. თამაშის მსვლელობა მეტად სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, პირველი სახიფათო შეტევა ბოლნისელებმა განახორციელეს, მიუხედავად ამისა, ბოლნისის “სიონი“ უზბეკეთის „ლოკომოტივთან“ 2:0 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო შეტევა ბოლნისელებმა განახორციელეს, მარცხნიდან გიორგი ბერიძე ცდილობდა მეტოქის კარის აღებას. მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა.

პირველი ტაიმი უზბეკების ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა “სიონის” კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

მარჯვენა ფლანგზე ჭანკოტაძემ ითამაშა კარგად. რამდენიმე მცველს გასცდა და კარში დაარტყა, რომლის დარტყმული მეკარემ კუთხურზე მოიგერია. აღნიშნულ მომენტამდე ჭიკაიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა საჯარიმოში არაზუსტად ითამაშა.

ტაიმის მიწურულს მერლანმა ბოლნისელები გაშვებულ გოლს გადაარჩინა, თუმცა ბურდულის შეგირდებმა კარის მშრალად შენახვა მაინც ვერ შეძლეს.

44 – ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი ჯინჭარაშვილმა ჩაჭრა – 0:1.

მეორე ტაიმში ლადო ბურდულმა  გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. ტაქტიკურმა ცვლილებამ თავისი შედეგი გამოიღო. თამაში უფრო სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბოლნისელებს რამდენიმე სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს.

თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე უზბეკებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად თამაშგარე იყო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ბურთი ჩათვალა და თამაში დაასრულა.

პირველი ტაიმი – მერლანი, ინწკირველი, სვანიძე (კაპ), ჯინჭარაშვილი, გიორბელიძე,  ფოფხაძე, გოგობერიშვილი, ბერიძე, სიჭინავა, ჭანკოტაძე  ჭიკაიძე.

მეორე ტაიმი – მერლანი,მოსემღვდლიშვილი, გურეშიძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, მიქაბერიძე, ცხადაია, საჯაია, ქებურია, დასილვა,  ლუისი.

„სიონი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 6 თებერვალს გამართავს.


Share.

Comments are closed.