„სიონის” ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე დაჩი ცნობილაძე გახდა

0

DSC_40501ს/კ „სიონის” ყველაზე ჭკვიანი მოთამაშე დაჩი ცნობილაძე გახდა. 22 წლის შემტევმა გუნდში ჩატარებულ ტესტირებაში ყველაზე მეტი სწორი პასუხი დააგროვა.

ტესტები 20 კითხვისგან შედგებოდა და გეოგრაფიას, პოლიტიკას, ისტორიას, ხელოვნებასა და სხვადასხვა  სფეროებს მოიცავდა. გუნდის ფეხბურთელებს დადებითი შედეგის საჩვენებლად 10 ქულიანი ზღვარი უნდა გადაელახათ, რასაც თავი წარმატებით გაართვეს კიდეც.

პირველი ადგილი „სიონის” ახალწვეულმა დაჩი ცნობილაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე – 17 ქულით სოსო ჭიკაიძე გავიდა. 16-16 ქულა დააგროვეს დათა სიჭინავამ და გიორგი ჭანკოტაძემ.

დაჩი ცნობილაძეს სპეციალური პრიზი გადაეცემა.

Share.

Leave A Reply