საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

0

direqtorebis konkursiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგი გამართა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორობის სერტიფიკატის მოქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge. ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 16-დან 19 თებერვლამდე პერიოდი. რეგისტრაციის ბმული გაიხსნება 16 თებერვალს 10:00 საათზე.

კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 19  თებერვალს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:

 

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი
  • სამოტივაციო წერილი
Share.

Comments are closed.