სამედიცინო დაწესებულებებს სალიცენზიო პირობებს ახალი პუნქტი დაემატა. კლინიკებს დაევალათ ეზოების მოწესრიგე და აუცილებელი სანიტარული პირობების დაცვა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგის პროცესი უკვე ხვალიდან დაიწყება, სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მიხედვით. პროცესის დასრულების შემდეგ კლინიკებს 1 თვის ვადა მიეცემათ რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.
სამედიცინო დაწესებულების სალიცენზიო პირობებს ახალი პუნქტი დაემატა (+ვიდეო)
0
Share.