საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს

0

sakrebulo9 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უძღვებოდა. განხილული 2 საკითხი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტს 2 300 000 ლარი გამოეყო.
„ამ პროექტებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული სანიაღვრე არხების მოწყობაა, რომელიც ლადო ასათიანის, თამარ მეფისა და ათონელის ქუჩებზე გაკეთდება. ასევე სრული რემონტი ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟით ჩაუტარდება ქალაქ ბოლნისის №1, №6, დაბა თამარისისა და სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღებს.”_ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა 500 000 ლარით.

„აღნიშნული თანხა დაემატა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს და შესაბამისად გადანაწილდა კაპიტალურ სამუშაოებზე.” _აღნიშნა ოთარ ხუტიაშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 16 თებერვალს ჩატარდება.


Share.

Comments are closed.