რატომ არის აუცილებელი საქონლის პასპორტიზაცია

0

rind2საქართველოში საქონლის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება და მათი პასპორტიზაცია იწყება. მიმდინარე წლიდან თითოეული მსხვილფეხა პირუტყვი აღიწერება. მათზე გაიცემა პასპორტი და სრული მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში შევა. საქონლის რეგისტრაცია და პასპორტიზაცია აუცილებელია, როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ვაქცინაციისათვის, ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმისთვისაც, რომ მოსახლეობა დაცული იყოს დაავადებული საქონლის პროდუქციისგან.

„აუცილებლად უნდა მოხდეს საქონლის პასპორტიზაცია და მათი სტატისტიკის აღწერა, ვინაიდან ეს პროექტი ევროპის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. აუცილებელია საქონელი დაბადებიდან დაკვლამდე გაკონტროლდეს, შეგროვდეს მისი ჯანმრთელობის სრული მონაცემები, რომ შეიქმნას ჯანსაღი ეპიზოდური ფონი. რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია ასევე აუცილებელია უფასო ვაქცინაციისათვის, რათა მოხდეს  იმ  განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე მკურნალობა როგორიცაა: ჯილეხი ანუ ციმბირული წყლული, ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და თურქული“,_ აღნიშნა საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ.

რეგისტრაცია უფასოა და 2018 წელს დასრულდება.


Share.

Leave A Reply