პირველი მაისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხ საბავშვო ბაღში სწავლა შეწყდება

0

10987692_900464026681384_2508317997708664972_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შეიცვლება სახურავები და კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება შენობების შიდა და გარე ფასადები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, ელექტროგაყვანილობა, შიდა წყალსადენი, კანალიზაცია _ ეს იმ სამუშაოების ჩამონათვალია, რომელიც ბოლნისის №1, №6,  სოფელ ქვეშის და დაბა თამარისის საბავშვო ბაღებში განხორციელდება, რის გამოც სასწავლო პროცესი პირველი მაისიდან შეწყდება.

სამუშაოები სატენდერო ღონისძიებების დასრულებისთანავე დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა აპრილის ბოლოს შეწყდება და ოქტომბრის დასაწყისიდან განახლდება.


Share.

Leave A Reply