ნოდარ ბერიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

0

10960286_986903094662078_5585164727652146058_oმიმდინარე წლის 21 -22 თებერვალს ქალაქ ყვარელში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი  ძიუდოში 1995-96-97 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის.

შეჯიბრში ის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებმაც რეგიონალურ პირველობაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან რვა წონით კატეგორიაში ექვსი სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგან ჩემპიონობა ნოდარ ბერიანმა მოიპოვა.

,,ნოდარ ბერიანი საქართველოს შარშანდელი ჩემპიონია ახალგაზრდებში და პრიზიორი დიდებში. არის როგორც ახალგაზრდულის, ასევე დიდების ნაკრები გუნდის წევრიც. ის გახდა ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში და დარჩა ლიდერად ახალგაზრდულ ნაკრებში. დაწესებული იყო აწ გარდაცვლილი ყოფილი მოჭიდავის, ჯურხა მათიკაშვილის  სახელობის თასი 90 კგ. წონით კატეგორიაში, რომელიც ასევე გადაეცა ნოდარ ბერიანს. დანარჩენი სპორტსმენები ახალბედები იყვნენ, ისინი წელს გადავიდნენ ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში და თავისთავად გაუჭირდათ’’, – აღნიშნა ძიუდოს მთავარმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.

ნოდარ ბერიანი,  გამარჯვებული:

– საქართველოს პირველობაზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ვიასპარეზე.  ეს გამარჯვება  ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია შემდგომი წარმატებებისთვის.

ნოდარ ბერიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია.


Share.

Leave A Reply