„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტზე“ 50 მილიონი ლარი დაიხარჯება

0

images-cms-image-000002297სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისს, ფოთსა და რუსთავს შემოერთებული სოფლები .

მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობისსამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ.

  • ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
  • ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
  • ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.

ნიადაგის ხვნის სამუშაოებს  შპს“მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს.კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.

„აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც  ლიბერთი ბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლეობლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე,სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები)  ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“  თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.


Share.

Comments are closed.