მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 2 მარტს გაიმართება

0

sakrebuloბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგი

 

 

  1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

  1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

 

  1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი:დავით ჯაფარიძე

 

  1. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ერთიანი სახლმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის №94-ე განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებელი: ვუგარ ისაევი

 

5.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის  გეგმის  დამტკიცების შესახებ

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

 

  1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბოლნისის სათნოების სახლისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, თანხმობის მიცემის შესახებ

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

 

  1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების შპს „კომუნალური მეურნეობისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, თანხმობის მიცემის  შესახებ

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

 

  1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით ქირავნობის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და წლიური ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

 

  1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების შპს დეზ-ეფექტისათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: თამაზ ჩუბინიძე

10. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2015 წლის განმავლობაში ყოვლთვიური საწვავისა და სასუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

  

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: ვუგარ ისაევი

 11. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის 2015 წლის განმავლობაში ყოვლთვიური საწვავისა და სასუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი: ვუგარ ისაევი

12. დაბა კაზრეთში ს.ს. „მადნეული“-ს მიმრთულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის; დაბა თამარისის სოფელ ცურტავიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის რებილიტაციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

 

მომხსენებლი: თამაზ ჟორჟოლიანი

თანამომხსენებლი:დავით ჯაფარიძე

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება№

2015 წლის 2 მარტი

ქალაქი ბოლნისი

„ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს   საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 მუხლის  შესაბამისად:

მუხლი 1.

1.დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართი №1-ის მიხედვით.

მუხლი 2.

1.დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის  №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 07/03/2014, 200140030.35.158.016149)  „ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.

მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                             გოგი მეშველიანი

 

პროექტი წარმოადგინა                                                      ბესარიონ  რეხვიაშვილი

პროექტი შეთანხმებულია                                                 ნანა არველაძე

პროექტი მოამზადა                                                            ლევანი  მდივანი

დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1.

  1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG x ItL x Cx K, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის ქ. ბოლნისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,38-ს;

გ) It L – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 200-ს.

მუხლი 2.

პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 18,24 ლარით.

მუხლი 3.

დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისთვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს;

მუხლი 4.

სოფლებში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ბოლნისისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს – 5,472 ლარს;

მუხლი 5.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,, საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება

2015 წლის 2 მარტი

ქალაქი ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს   24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.დ“ ქვეპუნქტის, “საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ს მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ასევე  მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე,  206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად:

მუხლი 1.

 

შემოღებულ იქნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2.

 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 

ა) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 08 აგვისტო №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge), 14/08/2014, 200230000.35.158.016168)

 

ბ) „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადასახადისაგან განთავისუფლებული ფართობების ზღრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვისტოს №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge 14/08/2014, 200220070.35.158.016171)

 

მუხლი 3.

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                      გოგი მეშველიანი

პროექტი წარმოადგინა                                                ბესარიონ რეხვიაშვილი

პროექტი შეთანხმებულია                                           ნანა არველაძე

პროექტი მოამზადა                                                     ლევანი მდივანი

 

 

დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  განაკვეთები

 

მუხლი 1

ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენოით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს გამოიყენება  პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობა.

  1. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ)  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 4 პუნქტის გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ით;
  2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით.

 

 

მუხლი 2.

 

  1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

 

მუხლი 3.

 

  1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაძღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშების, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით:

ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 100 ლარი;

ბ) სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარი;

გ) საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარი.

 

მუხლი 4.

 

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადი განისაზღვროს ამ დადგენილების  მე-3  მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისი ოდენობით.

 

მუხლი 5.

 

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 (სამი) ლარი.

 

მუხლი 6.

 

ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

1 ქ. ბოლნისში 0.24 0.38 0.0912
2 დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში 0.24 0.19 0.0456
3 სოფლები და დასახლებათა შორის არეალში 0.24 0.114 0.0274

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

მუხლი 7.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული ქონება.
  2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.მ.-მდე.
  3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ.მ.-მდე.

პროექტი

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება

 2015 წლის 2 მარტი

 ქალაქი ბოლნისი

 „2015 წლის განმავლობაში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  (გამგეობა) ყოვლთვიური საწვავის ლიმიტისა  და სასუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“   საქართველოს კანონის  63-ე მუხლის      შესაბამისად:

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება „2015 წლის განმავლობაში „ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობა) ყოვლთვიური საწვავის ლიმიტისა და სასუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №100 განკარგულების  პირველ  პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 

„1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპლიტეტის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობა) ყოველთვიური საწვავის ლიმიტი 6500 (ექვსიათას ხუთასი) ლიტრის ოდენობით დანართი № 1-ის შესაბამისად“.

 

  1. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი:                                                   გოგი მეშველიანი

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:                                    ჯონი ხეცურიანი

 

მოამზადა :                                                                                       გიორგი მამიაშვილი

პროექტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

განკარგულება

 

2015 წლის 2 მარტი

 

ქალქი ბოლნისი

  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული   უძრავი  ქონების შპს დეზ-ეფექტისათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ და „დ.დ“  ქვეპუნქტებისა და შპს „დეზ-ეფექტის“ 2015 წლის 10 თებერვლის №15 წერილის შესაბამისად:

 

  1. მიეცეს თანხმობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შპს „დეზ-ეფექტს“ გადასცეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ქ. ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე არსებული სამი ოთახი.

 

  1. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                                 გოგი მეშველიანი

 

პროექტი წარმოადგინა                                                           ბესარიონ რეხვიაშვილი

 

პროექტი შეთანხმებულია                                                         ნანა არველაძე

 

პროექტი მოამზადა                                                                  ლევანი მდივანი

პროექტი

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება

 2015 წლის 2 მარტი

 ქალაქი ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2015 წლის განმავლობაში ყოვლთვიური საწვავისა და სასუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“    63-ე მუხლის      შესაბამისად:

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს 2015 წლის განმავლობაში ყოვლთვიური საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №101 განკარგულების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

„2. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპლიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს სასაუბრო ბარათების ლიმიტი 460(ოთხას სამოცი) ლარის ოდენობით დანართი № 2-ის შესაბამისად“.

 

  1. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე:                                                               თამაზ ჟორჟოლიანი

დანართი№2

 

N სამსახური ნომერი თვიური ლიმიტი

(ლარი)

1 საკრებულოს თავმჯდომარე 599 85 97 77 50
2 თავმჯდომარის მოადგილე 599 85 97 78 30
3 კომისიის თავმჯდომარე 599 85 97 97 15
4 კომისიის თავმჯდომარე 599 85 98 99 15
5 კომისიის თავმჯდომარე 599 85 99 43 15
6 კომისიის თავმჯდომარე 599 85 97 87 15
7 კომისიის თავმჯდომარე 599 85 97 90 15
8 ფრაქციის თავმჯდომარე 599 85 97 99 15
9 ფრაქციის თავმჯდომარე 599 85 97 95 15
10 ფრაქციის თავმჯდომარე 599 85 97 88 15
11 ფრაქციის თავმჯდომარე 599 85 97 96 15
12 საკრებულოს წევრი 599 85 97 80 10
13 საკრებულოს წევრი 599 85 97 76 10
14 საკრებულოს წევრი 599 85 97 83 10
15 საკრებულოს წევრი 599 85 97 91 10
16 საკრებულოს წევრი 599 85 97 85 10
17 საკრებულოს წევრი 591 92 54 84 10
18 საკრებულოს წევრი 599 85 97 86 10
19 საკრებულოს წევრი 599 85 97 84 10
20 საკრებულოს წევრი 599 85 97 82 10
21 საკრებულოს წევრი 599 85 97 81 10
22 საკრებულოს წევრი 591 92 54 72 10
23 საკრებულოს წევრი 599 85 97 94 10
24 საკრებულოს წევრი 591 92 54 71 10
25 საკრებულოს წევრი 599 85 97 92 10
26 საკრებულოს წევრი 591 92 54 75 10
27 საკრებულოს წევრი 599 85 97 98 10
28 საკრებულოს წევრი 599 85 97 79 10
29 საკრებულოს წევრი 599 85 97 89 10
30 აპარატის უფროსი 599 85 98 52 20
31 თავმჯდომარის თანაშემწე 599 85 98 05 10
32 მთავარი სპეციალისტი 599 85 98 08 5
33 მთავარი სპეციალისტი 599 85 98 03 5
34 მთავარი სპეციალისტი 599 85 98 04 5
35 მთავარი სპეციალისტი 599 85 98 04 5
36 წამყვანი სპეციალისტი 599 85 98 02 5
37 დამხმარე მოსამსახურე (მდივანი) 599 85 98 07 5
38 დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი) 599 85 98 5
სულ: 

 

460

 

 

განმარტებითი ბარათი

„ბოლნისის  მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე

„ბოლნისის  მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი შემუშავდა ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების   შესაბამისად.

აღნიშნული დადგენილებით დამტკიცდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

აღნიშნული დადგენილებით ცალკეულად განისაზღვრება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქ. ბოლნისში, დაბებში, სოფლებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა შორის არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

პროექტი

                                            ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

                                                   დადგენილება №

                                                       2015  წლის  2  მარტი

                                                                ქ. ბოლნის

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის   შესაბამისად:

 

  1. დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი“ (დანართი 1);

 

2.დაევალოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურს აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და  სხვა საინფორმაციო საშუალებებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის შესახებ.

 

3.დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი:                                                       გოგი    მეშველიანი                                                                                               

 

დანართი 1

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილეხა ან/და მსხვილფეხა

პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის  სამსახურის მოქმედების სფეროს.

 

მუხლი 2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის დასაშვები ზონა

1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქ.ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეულის  ტერიტორიაზე დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა, გარდა ქალაქის ქუჩებში, ბაღებში, პარკებში, გაზონებზე, სკვერებში  და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისა. ამ ტერიტორიაზე  აკრძალულია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის    მეთვალყურეობის ქვეშ ან/და  მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა.

  1. დასაშვებია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის   მეთვალყურეობის ქვეშ ქალაქის ქუჩების გადაკვეთა მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.

 

მუხლი 3. პასუხისმგებლობა ამ  წესის  დარღვევისთვის

 

1.პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. აქტის შედგენა მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონელური სამმართველოს  მიერ ქვეპროგრამა „ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია“ ფარგლებში დამტკიცებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში იდენტიფიცირებული პირუტყვის სახელობითი სიების საფუძველზე.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევის შემთხვევაში პირუტყვი გადაყვანილი იქნება საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე .
  2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება ყოველდღიურად 10(ათი) ლარის ოდენობით.

4.მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა  პირუტყვის სულადობის მიხედვით.

5.ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური  ზედამხედველობის  სამსახური უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით.

 

მუხლი 4. პირუტყვის დაბრუნების წესი

 

  1. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  2. სპეციალურად ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში , თუ პირი წარმოადგენს ხელწერილს , რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშნული დადასტურებული იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული 3 მოქალაქის ხელმოწერით.

3.პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის მეორე პუნქტში  აღნიშნულ ხელწერილზე  ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.

 

მუხლი 5. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი

  1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 20 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონების ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრდება არ ათავისულებს პირს 20 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

     მუხლი 6. წესის მოქმედება

აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც ჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.

პროექტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

განკარგულება

 

2015 წლის 2 მარტი

 

ქალაქი ბოლნისი

   საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

 ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

 

  1. მოწონებული იქნას შემდეგი საპროექტო წინადადებები:

 

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის   დაბა კაზრეთში ს.ს. „მადნეული“-ს მიმრთულებით მიმავალი საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაციის;

 

ბ) დაბა თამარისის სოფელ ცურტავიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის რებილიტაციისა;

 

გ)  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის მისასვლელი გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ.

 

  1. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

  საკრებულოს თავმჯდომარე:                                                              თამაზ ჟორჟოლიანი

პროექტი წარმოადგინა:                                                                       დავით ჯაფარიძე

პროექტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება

2015 წლის 2 მარტი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და  მოძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით ქირავნობის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და წლიური ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ“  ქვეპუნქტისა და 2014 წლის 26 დეკემბრის ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკრებულოს  №61 დადგენილებით დამტკიცებული  „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობის საწარმოების ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისა და აუდიტორული კომპანია „კომპაუდ“-ის 2011 წლის 21 მარტის  №30-ე აუდიტორული დასკვნის შესაბამისად,

  1. მიეცეს თანხმობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით ქირავნობის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გასცეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ქ. ბოლნისში გ. სააკაძის ქ.№4ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულის 580,9 კვ.მ სასარგებლო ფართი და II სართულის 457 კვ.მ სასარგებლო ფართი და ამავე ფართში ასებული მოძრავი ქონება დანართი N1-ის შესაბამისად.
  2. განისაზღვროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ. ბოლნისში გ. სააკაძის ქ.№4ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულის 580,9 კვ.მ სასარგებლო ფართის და II სართულის 457 კვ.მ სასარგებლო ფართისა და ამავე ფართში ასებული მოძრავი ქონების, სასყიდლით სარგებლობის უფლებით ქირავნობის ფორმით ელექტრონული აუქციონის წესით გაცემისას წლიური ქირის საწყისი საფასური 14000 ლარის ოდენობით.
  3. კონტროლს აღნიშნული განკარგულების შესრულებაზე ვიტოვებ პირადად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                           გოგი მეშველიანი

პროექტი წარმოადგინა                                                           ბესარიონ რეხვიაშვილი

პროექტი შეთანხმებულია                                                       ნანა არველაძე

პროექტი მოამზადა                                                                 ლევანი მდივანი

პროექტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება

2015 წლის 2 მარტი

ქალაქი ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის  გეგმის  დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნატის   „ე.დ“  ქვეპუნქტის შესაბამისად:

 

  1. დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტის ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.

2.დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა დანართი №2-ის შესაბამისად.

3.კონტროლს აღნიშნული განკარგულების შესრულებაზე ვიტოვებ პირადად.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის                                               გოგი მეშველიანი

პროექტი წარმოადგინა                                                           ბესარიონ რეხვიაშვილი

პროექტი შეთანხმებულია                                                       ნანა არველაძე

პროექტი მოამზადა                                                                  ლევანი მდივანი

დანართი 1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა

 

ობიექტის  დასახელება

 

მისამართი
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6140 კვ.მ. ქ. ბოლნისი
ობიექტის  დასახელება

 

სარეგისტრაციო ნომერი
ავტოსატრანსპორტო საშუალება ოპელ ომეგა 2.0

 

SMT-964

 

დანართი 2

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის  გეგმა

 

ობიექტის  დასახელება მისამართი საკადასტრო კოდი ფართობი კვ.მ. ფართობი კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბოლნისი 80.06.62.233 6140 6140

 

ობიექტის  დასახელება სარეგისტრაციო ნომერი ტიპი გამოშვების წელი ფერი
ავტოსატრანსპორტო საშუალება ოპელ ომეგა 2.0 SMT-964 მსუბუქი სედანი 2000 რუხი2/8

 

 

განმარტებითი ბარათი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის შემუშავდა “საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ს მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული დადგენილების ამოქმედებით განისაზღვრება ადგილობრივი ქონების გადასახადის განაკვეთები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრება როგორც ფიზიკური ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე-საწარმოებზე  დასაბეგრი ქონების   წლიური განაკვეთი. ფიზიკური პირებზე 40000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის მქონე და საწარმოებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, მათ  ბალანსზე არსებული აქტივების გამოანგარიშების მიხედვით და სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი.

განისაზღვრა, როგორც ფიზიკური ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე-საწარმოებზე სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები.

დგინდება  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულის ნორმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებაზე ასევე საცხოვრებელ სახლებზე და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ზღვრული ოდენობა.

პროექტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

განკარგულება

 

2015 წლის 2 მარტი

 

ქალაქი ბოლნისი

 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის,  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   უძრავი  ქონების შპს კომუნალური მეურნეობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, თანხმობის მიცემის  შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ და „დ.დ“  ქვეპუნქტისა და შპს კომუნალური მეურნეობის 2015 წლის 16 თებერვლის №16 წერილის შესაბამისად:

 

1.მიეცეს თანხმობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, შპს კომუნალურ მეურნეობას გადასცეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით თხოვების ფორმით:

 

ა) ქ. ბოლნისში სულხან-საბა ორბელიანის ქ. №უ/ნ-ში მდებარე 53 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 საზოგადოებრივი საპირფარეშო;

 

ბ)   ქ. ბოლნისში დ. აღმაშენებლის ქ. №უ/ნ-ში მდებარე 56 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 საზოგადოებრივი საპირფარეშო;

 

  1. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი                                                 გოგი მეშველიანი

პროექტი წარმოადგინა                                                           ბესარიონ რეხვიაშვილი

პროექტი შეთანხმებულია                                                         ნანა არველაძე

პროექტი მოამზადა                                                                  ლევანი მდივანი

 

 

 

 


Share.

Leave A Reply