მთავარ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

0

11014797_743462449101833_1319389041_nწიგნის პრეზენტაცია „წერილები პატრიარქს“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II დაბადებიდან 82 და აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კრებული 2013 წელს ჟურნალ „ივერიონის“ მიერ ალბომის სახით გამოვიდა, სადაც თავმოყრილია უწმინდესისა და უნეტარესისადმი მიძღვნილი საერო თუ სასულიერო მოღვაწეების მოგონებები და წერილები. ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველებმა კრებულში შესული თბილი სიტყვები, ღვაწლი და დამსახურებები დამსწრე საზოგადოებამდე მიიტანეს.  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  პატრიარქისადმი მიძღვნილი წერილები  თავმოყრილი და აკინძული იქნა ერთ კრებულში ჟურნალ „ივერონის“ მიერ. ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა პატრიარქის საგალობლები, ნაჩვენები იქნა ფირი, რომელიც ილია II სასულიერო მოღვაწეობას, ბერად აღკვეცასა და აღსაყდრებას ეხებოდა. საღამოზე  უწმინდესისადმი მიძღვნილი ლექსები მისმა პატარა ნათლულებმა წაიკითხეს. ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, სიონის ტაძრის დეკანოზი მამა ბესარიონი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები. პოეტმა და სასულიერო მოღვაწემ მირან ფალიანმა  მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით დაბეჭდილი ლექსების კრებული  „მირანლალიანი“ დამსწრე საზოგადოებას უსახსოვრა.

ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი:

– სასიხარულოა, რომ დღეს ბოლნისის ბიბლიოთეკაში გაიმართა შესანიშნავი ღონისძიება. პრეზენტაცია ეძღვნება  უწმინდესის იუბილეს, სადაც თავმოყრილია ფაქტიურად მთელი ერის ღირსეული შვილების როგორც სასულიერო, ისე საერო მოღვაწეების გულიდან ამომავალი თბილი სიტყვები, რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სიყვარულს, სითბოს, დიდ მადლიერებას ჩვენი უწმინდესისადმი.  განუზომელია მისი ღვაწლი  ქართველი ერისადმი. ფაქტიურად პატრიარქმა შექმნა ახალი ეპოქა ჩვენს სულიერ და ეროვნულ ცხოვრებაში. ამიტომ  მადლიანმა ქართველმა ერმა  მას სიცოცხლეშივე მეორე ილია უწოდა.  მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ბიბლიოთეკას, კულტურის სამსახურს და ახალგაზრდებს. ვისურვებდი, რომ მთელმა ბოლნისმა იხილოს ეს ღონისძიება.

შორენა რეხვიაშვილი, ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი:

– კრებული „წერილები პატრიარქს“, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ჩვენს ბიბლიოთეკაში, მიეძღვნა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II დაბადების, ბერად აღკვეცის და აღსაყდრების საიუბილეო თარიღებს, მასში შესულია სასულიერო პირების, პოლიტიკოსების და საქართველოში მოღვაწე ცნობილი სახეების წერილები, რომელიც ალბომის სახით 2013 წელს გამოვიდა და დღეს  საჩუქრად გადმოგვეცა.  ვულოცავ პატრიარქს დაბადებიდან 82 და აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.

Share.

Leave A Reply