მანდატურის სამსახურმა ბოლნისში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

0

mandaturiსსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ბოლნისში მანდატურების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ვაკანტური ადგილების რაოდენობა სამს შეადგენს და მის დასაკავებლად საშუალო განათლებაც საკმარისია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე : www.hr.gov.ge

Share.

Comments are closed.