კომპანია „არემჯის“ განცხადება პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბრალდებებთან დაკავშირებით

0

1911749_665705246861898_9151288480871257008_nRMG ჯგუფის კომპანიებში დასაქმებულთა მიერ პროფკაშირის რიგების დატოვებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ არაერთ ცილისმწამებლური განცხადების პასუხად კომპანიის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეეფერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია  იმის შესახებ, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლების იძულებას, მუქარასა თუ ზეწოლას პროფკავშირის რიგებიდან გასვლის მიზნით.

კომპანიის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ იგი არასდროს ჩარეულა პროფკავშირული ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში და თანახმაა მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საწარმოს მუშა-მოსამსახურეებთან მათი  სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის რიგების დატოვებას, კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს საწარმოს მუშა-მოსამსახურეებში გაჩენილი უნდობლობა პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ, დაკავშირებული მათი მხრიდან არაერთ შეუსრულებელ დაპირებასთან, ასევე საფუძვლიან ეჭვებთან პროფკავშირის მხრიდან საწევრო ანარიცხებისა თუ სხვა ფინანსების გაუმჭვირვალე და არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა თვით პროფკავშირის რიგებიდან გამოსული თამაშრომლების მხრიდან.

ამდენად, კიდევ ერთხელ გვსურს დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ პროფკაშირული ორგანიზაციების ხელმძღვანებლსა და პროფკავშირის ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრებს შორის მიმდინარე პროცესებზე კომპანიის ადმნისტრაციას არანარი ზეგავლენა არ აქვს და შექმნილი პრობლემების მიზეზების ძებნა ისევ პროფკაშირის შიგნით უნდა მოხდეს და არა ადმინისტრაციისადმი უსაფუძვლო და პროვოკაციული გადაბრალების გზით.


Share.

Leave A Reply