კინოთეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება

0

11043338_908472632547190_1616900358254114880_oქალაქ ბოლნისის ცენტრალური კინოთეატრის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან , 15 000 ლარი გამოიყო. რამდენიმე დღეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგი მეშველიანის დავალებით, კინოთეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტის შესაძენად საპროექტო წინადადების მომზადება დაიწყება. პროექტის შესყიდვის შემდეგ, ტენდერი მის შესრულებაზე გამოცხადდება და სავარაუდოდ მიმდინარე წელს შენობას პირვანდელი ფუნქციის დასაბრუნებლად სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კინოთეატრი თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღიჭურვება და ბოლნისელ მაყურებელს ქართული და მსოფლიო შედევრების ხილვის საშუალება ადგილზე ექნება. კინოთეატრის შენობაში კინოსეანსების გარდა ფესტივალები, გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
შეგახსნებეთ, ბოლნისის ყოფილი კონოთეატრი ათეულ წელზე მეტია უფუნქციოდ არის დარჩენილი. შენობა, რომელიც წლების წინ უნიკალურ კულტურულ ობიექტეს წარმოადგენდა, ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. რეაბილიტაციის შემდეგ შენობა ძველ ფუნქციას დაიბრუნებს და სრულად დაიტვირთება.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ სერიოზული სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ამ მიმართულების დაფინანსების საჭიროებაში დაერწმუნებინა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები. მივმართეთ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, წარვუდგინეთ კონცეფცია, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ ამ სფეროს განვითარებას და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პროექტირებისათვის გამოგვეყო 15 000 ლარი. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად კი შესაბამისი ფონდი, მას შემდეგ რაც პროექტი გვექნება შეძენილი, დააფინანსებს ამ სამუშაოებს. მე მინდა, ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო მუნიციპალური განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ჩვენი თანამემამულე გიორგი ბუბუტეიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ, სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და ვფიქრობ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, შემოდგომის ბოლოს ბოლნისს განახლებული კინოთეატრი ექნება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply