კაზრეთში მრავალსართულიანი ბინების სარდაფებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

0

10872242_742373595877385_1838324981_nდაბა კაზრეთში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სარდაფებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

გასულ წელს, დაბა კაზრეთის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა საერთო განცხადებით მიმართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ დაზიანებული კანალიზაციის მილების გამო, ფეკალური მასები პირდაპირ სარდაფში ჩაედინებოდა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, დაბა კაზრეთში გამგებლის წარმომადგენელს დაევალა შეესწავლა ზემოთ აღნიშნული საკითხი და აღმოჩნდა, რომ პრობლემა არა ერთ, არამედ რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სარდაფშია.

„გასულ წელს მოხდა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. წლევანდელ ბიუჯეტში ნაყიდი პროექტით გვქონდა ეს თანხა გათვალისწინებული. ამჟამად გვყავს გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს ხუთივე კორპუსის სარდაფში საკანალიზაციო და სასმელი წყლების მილების რეაბილიტაცია“, – აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე.

„რომ არ დაწყებულიყო სამუშაოები, ერთ-ორ წელიწადში რაღაც მოხდებოდა. ზაფხულის თვეებში კანალიზაციის სუნი, ისედაც მძიმე მდგომარეობას, კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. ამ ყველაფერს კი კორპუსის დანესტიანებაც დაემატა”, – აცხადებს დაბა კაზრეთის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მცხოვრები კავკაზ კალანდაროვი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაოები 1 თებერვალს დაიწყო. მოხდა ფეკალებით სავსე სარდაფების ამოტუმბვა და გასუფთავება. არსებული კოროზირებული მილების ნაცვლად ახალი, პლასტმასის მილები მონტაჟდება. სამუშაოები მარტის შუა რიცხვებში დასრულდება, რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  15 800 ლარი გამოიყო.

11008906_742373632544048_1587135452_n 11015430_742373705877374_1041621773_n


Share.

Comments are closed.