იმირასანის სარწყავ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

10572003_902907633103690_3123244341738258322_oსოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით ქვემო ქართლში, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახორციელებს სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას.

პროექტი ითვალისწინებს იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაგეგმილია სათავე ნაგებობაზე ბეტონის ახალი კბილის, ლითონის სიღრმული ფარდისა და ენერგიის ჩამქრობის, ახალი ბერმების, წყალგამშვებების და შიდასამეურნეო ქსელის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მექანიკურ ნაწილს, შეკეთდება მოაჯირები, გაიწმინდება მაგისტრალური არხი, აღდგება დაზიანებული მონაკვეთები, შეკეთდება არხზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არხის კვეთი მოპირკეთდება მონოლითური ბეტონით.

სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად 7 სოფლის  (მწყნეთი, ჭაპალა, ტალავერი, ზემო და ქვემო არქევანი, მამხუტი 3000 ჰექტარზე მეტი  სასოფლო-სამეუირნეო სავარგული მოირწყვება, რითაც 1700 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები, რომლის ღირებულება 3 300 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება.

„იმირასანის სარწყავ სისტემაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა თითქმის არცერთი სარეაბილიტაციო და საექსპლოატაციო სამუშაოები. მიმდინარე პროექტი, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამელიორაციო კომპანიის მიერ, ითვალისწინებს მთელ რიგ ჰიდრო საინჟინრო სამუშაოებს. განხორციელდება არხების ბეტონით მოსახვა, სხვადასხვა გამანაწილებელი კვანძების რეაბილიტაცია. სათავე ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ,  პროექტი მოემსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს, რომლითაც დაახლოებით 1700 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მიმდინარე რწყვის სეზონზე, რეაბილიტაციის რეჟიმშიც ნაწილობრივ ავამუშავებთ, რათა მივაწოდოთ მოსახლეობას სარწყავი წყალი“, _ აღნიშნა გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიის დირექტორმა ლევან დვალმა.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

_ გარკვეული ზონის მორწყვა ამ არხით შეფერხებით ხდებოდა, რადგან სისტემის გამტანუნარიანობა დაქვეითებული იყო. დიდი ინტენსიურობით და მაღალი ხარისხით მიმდინარეობს რეაბილიტაცია. იმედი გვაქვს,  სამუშაოების  დასრულების შემდეგ, 3300 ჰექტარი მიწის სავარგული მოირწყვება. მოსახლეობა შეუფერხებლად მორწყავს თავის ნაკვეთს და მიიღებს მოსავალს.

სამუშაოებს ინვესტორ რეგიონის საქართელოს წარმომადგენლობა ასრულებს, რომელსაც 40 მუშახელი ჰყავს დასაქმებული.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამელიორაციო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე მოწყობილი ასმალარის სატუმბი სადგურიც დაათვალიერა და იქ მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ათ სხვადასხვა ობიექტზე ახორციელებს სამუშაოებს.

10991498_902906206437166_1682772533663701861_o 11001607_902906913103762_3513614585304867740_o


Share.

Comments are closed.