„იგავში გამოხატული სიბრძნე“ – ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში

0

იგავში გამოხატ.1საბავშვო ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა ღონისძიების თემად ამჯერად იგავ-არაკები აირჩიეს. მათ ცნობილი მეიგავეების ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. სულხან-საბა, ეზოპე, კრილოვი – ამ დიდი მეიგავეების შემეცნებითი და აღმზრდელობითი ხასიათის იგავ-არაკები დამსწრე საზოგადოების წინაშე გააცოცხლეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პატარა მკითხველების მშობლები, ბიბლიოთეკების თანამშრომლები და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები. სტუმრებმა საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და მენეჯერს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ხშირად ვაწყობთ სხვადასხვა თემაზე ღონისძიებას, ამჯერად იგავ-არაკები ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სკოლაშიც სწავლობენ, მოიძიეს მასალა და მეტი იგავ-არაკი წაიკითხეს. ჩვენთან მოსულ ბავშვებს ვცდილობთ შევუქმნათ თბილი გარემო, შევაყვაროთ წიგნი და ხელი შევუწყოთ  დამეგობრებაში. ღონისძიებაში, რომელსაც „იგავში გამოხატული სიბრძნე“ დავარქვით, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც საბავშვო ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან“, _ აღნიშნა საბავშვო ბიბლიოთეკის მენეჯერმა თამარ მღვდელაძემ.

Share.

Leave A Reply