„ვისწავლოთ ქართული” – პრეზიდენტის მრჩეველი გუბერნატორს ახალი პროექტის შესახებ ესაუბრა

0

10580867_1616140168609237_7913999181688029304_oქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა პირველი მოადგილესთან, კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად პრეზიდენტის მრჩეველს ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, სოფიო შამანიდს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკატერინე კობახიძეს უმასპინძლა.

სტუმრებმა მხარის გუბერნატორსა და მის მოადგილეს დაწვრილებით გააცნეს პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ და მისი განხორციელების პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
პროექტის მიზანია კომპაქტურად განსახლებულ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, სამი თვის მანძილზე (აპრილი, მაისი, ივნისი), ქართული მეტყველებისა და წერა-კითხვის დაჩქარებული, თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდით სწავლება. ამგვარი პროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
მსმენელებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.

 

10960344_1616140545275866_665399093111502508_o

 


Share.

Leave A Reply