,,ეკა ნაც-აქცენტები მოიცილე’’ – „არემჯის“ თანამშრომლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

0

1957469_805437209506128_942214319_n,,რუსთავი 2 ხალხის მტერი ტელევიზია’’, ,,ხელები  შორს ჩვენი საწარმოსგან“, ,,ეკა ნაც-აქცენტები მოიცილე’’, ,,ნიკა გვარამია ნაც პროკურორი’’, ,,რუსთავი  2 ნაც პროკურატურა“, – ასეთი შეძახილებითა და ტრასფარანტებით მივიდა დღეს რუსთავი 2 -ის შენობასთან ,,არემჯი’’-ს ექვსასი თანამშრომელი. რომლებიც ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,აქცენტებს’’ აკრიტიკებდნენ და მოითხოვდნენ იმ გადაცემის ეთერში არ გასვლას, რომელიც საყდრისზეა მომზადებული.

აქციის მონაწილეები ორი საათის განმავლობაში მოუწოდებდნენ რუსთავი 2-ს ხელმძღვანელობას, კერძოდ ნიკა გვარამიას, შეხვედროდა მათ და პასუხი გაეცა იმ სიცრუეზე რასაც ეკა კვესიტაძე ,,აქცენტებში’’ ახმოვანებს. თუმცა, რუსთავი 2-ს მხრიდან საპასუხო გამოსვლა არ ყოფილა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.

გია მუშკუდიანი,,არემჯი’’-ს თანამშრომელი:

– ჩვენ დღეს  ვაპროტესტებთ გადაცემა ,,აქცენტებს’’, მოვითხოვთ მშიშარა კვესიტაძე გამოვიდეს და დაამტკიცოს რასაც ამბობს, რადგან ვერაფერს ამტკიცებს, ვერ გამოვიდა და ვერ შეგვხვდა. ეს  დასაწყისია, ჩვენი აქ ჩამოსვლა გაფრთხილებაა, თუ არ შეწყვეტენ ასეთ პროვოკაციებს, ჩამოვალთ და საერთოდ გადავდგამთ ამ სიცრუის ტელევიზიას.

გიორგი ნასყიდაშვილი, ,,არემჯი’’-ს თანამშრომელი:

– ჩვენ ვაფრთხილებთ რუსთავი 2-ს,  ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე. ვპირდებით, დავბრუნდებით და ძალიან ცუდად ექნებათ საქმე.

ზურა ასლანიშვილი, ,,არემჯი’’-ს თანამშრომელი:

– არ უნდა გავიდეს ეკა კვესიტაძის გადაცემა, რადგან სიცრუეა ეს ყველაფერი. დაგვანებონ თავი გვაცადონ მუშაობა, მთელი მოსახლეობა ფეხზეა და ყველა ჩამოვა აქ. ამიტომ სანამ დროა გონზე მოვიდნენ.

10955058_805436959506153_1595212859_n


Share.

Leave A Reply