დღეს დილიდან საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაუშვეს

0

10987340_906939152700538_1004489257558061602_o25 თებერვალი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა. 1921 წელს, ზუსტად 94 წლის წინ საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, ძალის გამოყენებით, საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. წინასწარ შედგენილი გეგმით, საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა შენიღბულიყო და რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში არა დამპყრობელის, არამედ მუშებისა და გლეხების მხარდაჭერის სახით შემოსულიყო, რომლებიც თითქოსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუჯანყდნენ.

„დღეს არის საქართველოს გასაბჭოების დღე. 1921 წლის 25 თებერვალს, ანუ 94 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. ახალგაზრდა ქვეყანამ ვერ გაუძლო რუსეთის იმპერიის შემოტევას, საქართველომ იმ ავბედითი დღის შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლობა და მასთან ერთად საუკეთესო ვაჟკაცი მებრძოლები. ჩვენ კარგად ვიცით, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობის დაკარგვამ. მას მოჰყვა  საუკეთესო გენოფონდის განადგურება.  ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეურთდა დღევანდელი დღის ხსოვნას და ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დავუშვით“, _ აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Leave A Reply