დმანისის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის ღია არენა აშენდება

0

10801742_852392284824589_7803286818605648397_nდმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქვემო ქართლის გუბერნატორს, სპორტის წარმომადგენლებსა და პოლონელებს უმასპინძლა. სტუმრებმა დმანისის ნაქალაქარი და უძველესი ადამიანის მულაჟები მოინახულეს. მხარის გუბერნატორი დმანისის სპორტსკოლასაც ესტუმრა. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ და ძიუდოს ფედერაციამ სკოლას ახალი საჭიდაო ლეიბი შეუძინა. საჩუქრის გადაცემის შემდეგ, ჯიუ-ჯიცუს სპორტსმენებმა ადგილობრივ ძიუდოისტებთან ერთად სიმბოლურად იჭიდავეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს ის ადგილიც დაათვალიერებინა, სადაც ჭიდაობის ღია არენა აშენდება. ქალაქის ცენტრში განთავსდება საჭიდაო დარბაზები და ახალგაზრდები სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავდებიან. ღია არენა უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ და რეგიონალურ ტურნირებსა და ჩემპიონატებს.
„სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ფონდის” ინიციატივით და დაფინანსებით უკვე 22 საჭიდაო არენა მოეწყო, ოცდამესამე სწორედ დმანისში აშენდება, ამ იდეას დღეს ჩაეყარა საფუძველი, ეს იქნება ქართული სულის გაძლიერება. ყველა ბავშვს შეეძლება სპორტით დაკავდეს, ჩვენ ხელს შევუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას”. _აღნიშნა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.
საქართველოში „ქართუ ფონდის” დაფინანსებით სულ 70 ღია საჭიდაო არენა აშენდება.


Share.

Comments are closed.