დემოკრატია და არჩევნები ილიას ლიბერალურ იდეოლოგიაში

0

imagesყველა ადამიანი, განურჩევლად რასის, რელიგიის თუ იდეოლგიის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სიცოცხლის, ქონების, ქორწინების უფლებები. პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები ისევე, როგორც სამოქალაქო უფლებები, პირველი თაობის უფლებებია და  და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია. პოლიტიკური უფლებები სათავეს ბურჟუაზიული რევოლუციიდან იღებს და, ხშირ შემთხვევაში,  სწორედ რევოლუციებისა და სამოქალაქო ომის ფონზე ყალიბდებოდა.

პოლიტიკურ უფლებებს მიეკუთვნება:

  • სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის უფლება ;
  • საარჩევნო უფლება ;
  • გაერთიანებებისა და კავშირების შექმნის უფლება ;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება ;

როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქვეყნის საკანნმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს (პარლამენტის), აღმასრულებელი ხელისუფლებსი უმაღლესი პირის (პრეზიდენტის ან პრ.მინისტრის ), ასევე ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები.

არჩევნები რომ დემოკრატიული იყოს,უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: უნდა იყოს, 1) კონკურენციული, 2) პერიოდული, 3) წარმომადგენლობითი, 4) საბოლოო.

ილიას მოსაზრებები შეესაბამება ისეთ მოაზროვნეებისას,როგორებიც იყვნენ ალექსის დე ტოკვილი,ჰეგელი,ჯერემი ბენთამი და ჯონ სტიუარტ მილი. ილია ამომრჩეველთა სფეროს გაფართოების და საარჩევნო სისტემების დამკვიდრების აქტიური მხარდამჭერი იყო, რადგან დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში გადამწვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა საარჩევნო სისტემის  შექმას. ასე მიიჩნევდა ჯონ სტიუარტ მილიც, რომელიც ფიქრობს რომ არჩევნები უზრუნველყოფს თავისუფალი მოქალაქეების პოლიტიკაში ჩაბმის შესაძლებლობას.  მილი, ისევე როგორც ილია, წინააღმდეგი იყო ყოველგვარი საარჩევნო ცენზის, მილის ინგლისის პარლამენტში მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებას გულისხმობდა.როცა ილია დემოკრატიულობის ხარისხს იკვლევდა, დემოკრატიის პროგრესის მაჩვენებლად მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების გაფართოებას მიიჩნევდა. აქ ის გულისხმობდა თუ რამდენად თავისუფლდებოდა სხვადასხვა სახის მეზღუდვებისგან ( ასაკის,სქესის,საკუთრების,სარწმუნეობის,ქალაქის,სოფლის და ა.შ.) ილიას უკმაყოფილებას პირველ რიგში იწვევდა ქალაქის თვითმარველობის ორგანოში დაწესებული ქონებრივი ცენზი. ხმის მიცემის უფლება ქონდათ პირველი და მეორე გილდიის ვაჭრებს და მათ, ვისაც ქალაქში გარკვეული ღირებულების კერძო სახლი გააჩნდა. ეს კი საბოლოოდ ეროვნულ დაპირისპირებას იწვევდა საზოგადოებაში. ილიას აზრით, უმრავლესობებთან ერთად უმცირესობებიც უნდა იყოს თვითმმართველობის ორგანოში წარდგენილნი,.ქალაქში მცხოვრებ თითოეული ეროვნების წარმომადგენელს უნდა ჰყოლოდა შესაბამისი რიცხობრივი წარმომადგელობა საბჭოში.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს იმ დროის საქართველოში, რუსეთში მე-19-ე საუკუნის 60-იან წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, 1870 წელს თბილისის გარდა თვითმართველობის უფლება მიიღო ქუთაისმა,გორმა,ახალციხემ,ფოთმა და ბათუმმა. 1892 წელს მათ დაემატა საქართველოს სხვა ქალაქები (თელავი,სიღნაღი,ახალქალაქი,სოხუმი,ოზურგეთი.) შესაბამისად, საჭირო გახდა ადგილობრივ დონეზე არჩევნების ჩატარება. ილია სწორედ ამ დროს აყალიბებს საარჩევნო სისტემების მიმართ საკუთარ შეხედულებებს. პირველ რიგში უნდა გამოიყოს ის 4 პუნქტი,რომელშიც ჩამოყალიბებულია თვითმართველობის ორგანოს არჩევისა და ფუნქციონირების პრინციპები:

1)ხმის მიცემის უფლება უნდა ქონდეს ყოველ სრულწლოვან ადგილობრივ მცხოვრებს. უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო და თანასწორი ხმის უფლება თვით ილიას მიერ დემოკრატიის ეტალონად აღიარებულ ინგლისშიც არ  იყო.

2) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს უნდა დაემორჩილოს მის    ტერიოტრიაზე მცხოვრები ყველა პიროვნება, წოდების განურჩევლად.

3) ადგილობრივი მოსამართლეები და სხვა მოხელეები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა აირჩიონ.

4)ყოველი ადგილობრივი თანამდებობის მქონე პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს სამართლის და არა თავისი უფროსის წინაშე.

 

რაც შეეხება არჩევნების ჩატარების წესს ილია თუ უპირტატესობას ფარულ კენჭისყრას  ანიჭებდა, მილი კი წინააღმდეგი იყო ფარული კენჭისყრის, რადგან ფიქრობდა რომ ასეთი მეთოდი ამომრჩევლის მოსყიდვის პირობებს ქმნიდა და მხარს უჭერდა ღია არჩევნებს. ილია ფარული არჩენების მომხრე იყო თუმცა ხაზს უსვამდა იმას, რომ არ მომხდარიყო პოლიციის რამენაირი ჩარევა არჩევნების პროცესში, რომ არ ყოფილიყო მოსყიდვის ფაქტები და არჩევნები ყოფილიყო ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატულება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი საზოგადოების მზადყოფნა და პოლიტიკური ნებაა არ დაუშვას არჩევნების გაყალბება, არ მისცეს ხელისუფლებას ამის უფლება. როცა ინდივიდი სხვის პრობლემებს გაითავისებს, ადამიანებს შორის იქნება ისეთი ურთიერთბები, რომელიც ხელისუფლებას ყოველგვარი მანიპულირების საშუალებას მოუსპობს. თუმცა საზოგადოებაში უმთავრესად პირადი ინტერესები რჩებოდა, ცნობიერებაში არსებობდა პიროვნების უფლებები და მოვალეობები, მაგრამ სოციალიზაციის მასშტაბები ერთეულებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც სახელმწიფოს ეძლეოდა კანონის დარღვევის საშუალება.

ილია იზიარებს ჯერემი ბენთამის იმ შეხედულებას, რომ საყოველთაო საარჩევნო უფლება არის ერთადერთი საშუალება „უდიდესი რაოდენობისათვის უდიდესი ბედნიერების უზრუნველსაყოფად“. რადგან, ლიბერალიზმის თეორია ასყოველთაო სააარჩევნო სისტემებში მხოლოდ მოსახლეობის პოლიტიკური უფლებების დაცვის ფუნქცას არ ხედავდა. ამ პრინციპის განხორციელებას გარკვეული ეკონომიკურ-სოციალური დატვირთვა ჰქონდა საზოგადოების მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებისათვის.

ილია მაქსიმალურად ცდილობდა გამოეწვია მოსახლეობაში არჩევნების მიმართ ინტერესი, მოუწოდებდა მათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. იგი განუმარტავდა საზოგადოებას დეპუტატის არსს, რომ ის იყო მათი წარმომადგენელი თვითმართველობის ორგანოში, რომელიც დაიცავდა მათ უფლებებს და წარადგენდა მათ მოთხოვნებს. ილია ხაზს უსავამს თითოეული ხმის მნიშვნელობას, მოუწოდებდა მოსახლეობას კარგად დაფიქრებულიყვნენ, ჩაეხედათ საკუთარ გულში,სულში,ეკითხათ ნამუსისთვის და ჭკუისთვის და ისე მიეღოთ სწორი გადაწყვეტილება. ვინც არ მივიდოდა არჩევნებზე ილია მიიჩნევდა, რომ ის ღალატობდა როგორც საკუთარ თავს და სინდისს, ასევე ოჯახს და ერს. ვინც კეთილსინდისიერად შეასრულებდა მოვალეობას 4 წლის განმავლობაში თავის კეთლდღეობას აბარებდა თავისივე რჩეულს;

იგი მოუწოდებდა ხალხს კანდიდატი შეერჩიათ არა პოლიტიკური,ეროვნული,რელიგიური და პროფესიური ნიშნით, არამედ პიროვნული ღირსების, ობიექტურობის, კომპეტენტურობის, საზოგადო საქმისათვის ერთგულების შესაბამისად. კანდიდატის წინაშე ილია აყენებდა პიროვნულ,მოქალაქეობრივ და საზოგადოებრივ ღირსებებს, მილის კი მიიჩნევდა რომ პარლამენტში უნდა აერჩიათ კანონშემოქმედი უნარის მქონე,განათლებული პიროვნება, რადგან განათლებულისა და ინტელექტუალის აზრს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს და მისი ხმა არ შეიძლება სხვების ტანაბარი იყოს, მით უმეტეს თუ განათლებული ზნემბითაც გამოირჩევა, და უპირატესია ამით სხვებზე , ამ შემთხვევაში მისი ხმა არ შეიძება სხვების თანაბარი იყოს, ე.ი ერთი ხმა ყოველთვის არ უდრის ერთ ხმას.

რაც შეეხება უმცირესობა-უმრავლესობის პრინციპს, ილია ამბობს, რომ  უმრავლესობა ისეთ იცოდველთა კრებული  არ არის, რომ ყველა ადამიანმა თავისი ბედი მიანდოს და მათაც ყველაფერი სამართლიანად და მისაღებად გადაწყვიტონ.  უმცირესობა ხმის ამოუღებლად არ უნდა ენდობოდეს მუმრავლესობას, მათაც უნდა ჰქონდედ გზა თავიანთი პრინციპების დასაცავად,  ხმები უნდა აიწონოს და არა  დაითვალოს. აუცილებელია უმცირესობის აზრის გათვალისწინება, და არ უნდა მოხდეს უმრავლესობის უსიტყო მორჩლება. აუცილებელია სიმართლის გარკვევა, რომელიც შეიძლება სწორედ უმცირესობაში იყოს… დე ტოკვილიც იგივეზე ამახვილებდა ყურადღებას და ამბობდა, რომ დემოკრატიას აქვს დიდი სასიშროება თავისუფლების მიმართ და „უმრავლესობის ტირანია“ შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე ბევრის ან ერთის ტირანია. ჯ.ს. მილიც ხედავდა დემოკრატიის ლიბერალურ მოდელში არსებულ წინააღმდეგობებს, რადგან შეუზღუდავ დემოკრატიას ტირანიისკენ მივყავართ. ნებისმიერი ძალაუფლება, თნდაც ლეგიტიმური,დემოკრატიული მეთოდით არჩეული – თავისტავად გამრყვნელია – მიაჩნდა ლორდ ექტონს. თუმცა დემოკრატია, შესაძლებელია, საუკეთესო ფორმაა შეზღუდული მმართველობის,- წერდა ჰეგელი, მაგრამ ის ხდება აბსურდი,თუ გადაიქცევა განუსაზღვრელ მმართველობად.

    დასკვნა

შეიძლება ითქვას,რომ ილია არის ქართული ლიბერალიზმის მამამთავარი. ილიას მოსაზრებები თითქმის იდენტურია დემოკრატიული არჩევნების იმ ზოგად, დემოკრატიულ ქვეყნებში განსაზღვრულ ღირებულებებთან.   თუმცა ილია გრძნობდა რომ საქართველოში საარჩევნო უფლებამდე დიდი გზა იყო გასავლელი, რაც გამომდიანრეობდა საქართველოს მაშნდელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მდგომარეობით. ხალხსთვის იმ დროს გაუგებარი იყო ილიას ლიბერალური მოსაზრებები, რაც დღვეანდელი გაადსახედიდადნ არც არის გასაკვირი. თუმცა დრო გავიდა, და დღეს ილიას მოსაზრეებს საქართველოშიც ისევე იზიარებენ, როგორც მსგავსს მოსაზრებებს სხვა თანამედროვე სახელმწიფოებში.

ჯანსაღი არჩევნების უზრუნველსაყოფად საჭიროა თავისუფალი კონკურენტული გარემოს არსებობა . ასეთი გარემო ავლენს არჩევნების სიღრმისეულ დანიშნულებას და არა მის ზედაპირობას. გასულ საუკუნესთან შედარებით  არჩევნების პროცესი დაიხვეწა , რაც თითქმის შეუძლებელს ხდის საბოლოო შედეგების დამახინჯებას . არსებობდა მრავალი ხერხი არჩევნების საბოლოო შედეგის შესაცვლელად რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ , თუ კი ადრე ვხვდებოდით ისეთ უხეშ ფაქტებს , როგორიც იყო : საარჩევნო ურნის გატაცება , მისი დაწვა , ბიულეტინების გაყალბება და ა.შ  ; ახლა ამგვარი მოქმედებები არ შეინიშნება ისეთ ქვეყნებში , რომლებსაც აქვთ პრეტენზია „დემოკრატიულის“  სტატუსზე . ეს კი მიუთითებს იმაზე , რომ თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა შეუძლია დემოკრატიულ ქვეყანას , რომელიც მოქმედებს  დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათბელი ღირებულებებით.

 

ავტორები : ღუღუნიშვილი მაია, ბლიაძე მაია

უნივერსიტეტი : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი : სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კურსი : მე-4 კურსი

 


Share.

Leave A Reply