დაბა კაზრეთში მომსახურების სერვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

0

იიუსტიციის სახლი2დაბა კაზრეთის პირველი მიკრორაიონის ცენტრში მომსახურების სერვის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით  სერვის ცენტრი მოსახლეობას ადგილზე გაუწევს იურიდიულ მომსახურებას.  900 კვ.მეტრ ფართობზე განთავსებული შენობა დაახლოებით 80-მდე სერვისს განახორციელებს. ამჟამად კი მსაგვსი ცენტრის არარსებობის გამო, მოსახლეობას ყველა დოკუმენტის მისაღებად ბოლნისში უწევს ჩასვლა.

„იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ძალიან კარგი საქმე კეთდება, მოსახლეობა კმაყოფილია, რადგან ადგილზე საკმაოდ ბევრ სერვისს მიიღებენ. ცენტრში განთავსდება  ჩვენი ოფისიც. იურიდიული საკითხის  მოსაგვარებლად აღარ მოუწევთ ბოლნისში ჩასვლა, რადგან ცენტრი ადგილზე გაუწევს ყველა სახის მომსახურებას. დასაქმების პერსპექტივა ექნებათ ადგილობრივ კადრებს, რომელსაც იუსტიციის სახლი დაატრენინგებს. სათანადოდ მომზადებული კადრები სრულფასოვან მომსახურების გაუწევენ მოქალაქეებს.“ _ აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა დაბა კაზრეთში, სიმონ ქოქოშვილმა.

იუსტიციის სახლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პირამიდა“ ასრულებს, რომელსაც ადგილობრივი მუშახელი ჰყავს დასაქმებული. მომსახურების სერვის ცენტრის აშენების შემდეგ, რომელსაც მთლიანად იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, მოხდება მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა.


Share.

Comments are closed.