გიგი ლაზარეშვილი „მისტერ ვალენტინის” 5 ნომინაციის გამარჯვებული გახდა

0

10961974_10153053407217230_276735532_nბოლნისელი გიგი ლაზარეშვილი  – ,,მისტერ ემიგრანტთა რჩეული“, ,,მისტერ ინტერნეტი“, ,,მისტერ შარმი“,, „მისტერ ტელეგენურობა“ და მისტერ სპორტი“. საუკეთესო შვიდეულში მოხვედრილი მონაწილე ხუთი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. გიგი ლაზარეშვილი 23 წლისაა და პროფესიით მხატვარია.

მისტერ ვალენტინის მთავარი პრიზი კი 18 წლის მოდელმა, ლევან სოლოღაშვილმა დაისაკუთრა.

კონკურსის ფინალური ეტაპი გუშინ თბილისში,  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. მისტერ ვალენტინის ტიტულისთვის 19 მამრობითი სქესის ახალგაზრდა იბრძოდა.

როგორც კონკურსის  ერთ-ერთი ორგანიზატორი, თათა ლემონჯავა აცხადებს,  წლევანდელ კონკურსზე დაინტერესება ძალიან დიდი იყო და მონაწილეობაც გაცილებით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო.

კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება.

Share.

Comments are closed.