ბურდულმა თურქული შეკრება შეაფასა და მედიას ახალწვეულები წარუდგინა

0

10967572_837598432971999_1505015210_oბოლნისის „სიონის” გენერალურმა დირექტორმა და მწვრთნელმა, ლადო ბურდულმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

გუნდის თავკაცმა თურქული შეკრება ნაყოფიერად შეაფასა და განაცხადა, რომ რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მისი გუნდის რამდენიმე  ფეხბურთელით „სტიაუა” დაინტერესდა.  ლადო ბურდულმა დავით ყენიასა და “ენდა ტურს” მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ შეკრება ნაყოფიერი გამოდგა.

„სიონმა” საზოგადოებას ახალწვეულებიც წარუდგინა. ესენი არიან: ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი მიქაბერიძე, დათა სიჭინავა, გიორგი ჭანკოტაძე, დაჩი ცნობილაძე, ცოტნე ქებური, დათო საჯაია, ენდრიუ არაუჟუ და სილვა და ლუის ალბერტო ვიეირა მედინა.


Share.

Comments are closed.