ხვნის ბარათების გაცემა დაიწყო

0

news_16132„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოსგან 7846 ბარათი მიიღო. მოსარგებლეებს ბარათების მიღება  დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან შეუძლიათ.

„ხვნის ბარათებს მიიღებენ ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობები. თუ  მიწის ფართობი წარმოადგენს ქვიან ნიადაგს, დამრეცს, სათიბს ან საძოვარს, რის გამოც ვერ ხერხდება მიწის დამუშავება ან უკვე მოხნულია  ნაკვეთი, ამ შემთხვევაში მოსარგებლეს შეუძლია დააბრუნოს ხვნის ბარათი და მიიღოს „აგრო ბარათი“, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაიცემა“–აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნაირა გაბრიჭიძემ.


Share.

Comments are closed.