ბოლნისში ძიუდოს სკოლა დაფუძნდა

0

123

16 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირის   ,,სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო  დაწესებულება – ბოლნისის ძიუდოს სკოლა“ დაფუძნების  თაობაზე, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  გამგებლისთვის  თანხმობის  მიცემაზე იმსჯელეს და ინიციატივას მხარი დაუჭირეს. შედეგად, სპორტული სექტორი, რომელიც მუდმივად წარმატებულად ფუნქციონირებდა, დამოუკიდებელ სუბიექტად გარდაიქმნა.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი შეხვდა ჩვენს გამგებელს და შეთანხმდნენ, რომ ძიუდოს კლუბის დამოუკიდებლობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკლუბო ტურნირებში. ასევე ძიუდოს ფედერაცია გვერდში დგომას გვპირდება ადგილობრივი ტურნირების ჩატარებაში. მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლად ყოფნა ნიშნავს მეტად განვითარებას პროფესიული თვალსაზრისით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გამოვუცხადო ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის“, _ აღნიშნა ძიუდოს უფროსმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.

ძიუდოს ფედერაციის მოთხოვნით, 2014 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებს ძიუდოს დარბაზები გამოეყო და დამოუკიდებელ ძიუდოს კლუბებად ჩამოყალიბდა. თუ ძიუდოს დარბაზი არ იქნება დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საკლუბო ტურნირებსა და ღონისძიებებში. ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ვალდებულია დამოუკიდებელ ძიუდოს კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადოს და  სხვადასხვა საკითხის მოგვარება უზრუნველყოს.


Share.

Comments are closed.