ბოლნისში ქალთა ოთახი გაიხსნება

0

10644522_771787526228415_5492543106419847139_oქალთა ოთახი ბოლნისის მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსდება, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისთვის და გოგონებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შექმნას მათი პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 13 მუნიციპალიტეტში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, რომლის მთავარი მიმართულებაა ქალებისა და გოგონებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიული და ეკონომიკური კუთხით. სამიზნე რეგიონებში მოხდება ცნობიერების ამაღლება გენდერთან მიმართებაში. სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით გაიზრდება ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქალთა ოთახის ჩამოყალიბებით მუნიციპალიტეტში ახალი მუნიციპალური სერვისი შეიქმნება, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება ქალებისთვის სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის მიწოდება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება განათლების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფონდი, რომელიც შესთავაზებს ფინანსურ მხარდაჭერას ქალებს, გოგონებსა და ვაჟებს სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე უზრუნველყოფს მცირე ბიზნეს-ინიციატივების განხორციელებას.
„ამ პროგრამის შედეგად მივიღებთ გაუმჯობესებულ გარემოს ქალებისთვის და გოგონებისთვის, რომელიც ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ქალთა ოთახის შექმნაში დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ვინაიდან მათი მხრიდან ხდება არა მარტო ფართის გამოყოფა, არამედ ისინი უზრუნველყოფენ ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას და ქალთა ოთახის კურატორების ანაზღაურებას.” _ განაცხადა ქალთა ოთახის კოორდინატორმა მაია კუპრავა-შარვაშიძემ.
პროგრამის „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში ოთახი აღიჭურვება ორი კომპიუტერით, ტელევიზორით და ბიბლიოთეკით. აქვე იქნება სტუმართა მისაღები სივრცე, სადაც მოხდება კონსულტაციების გაწევა და შეხვედრების ჩატარება. გარდა ამისა ქალთა ოთახში მოეწყობა ბავშვთა კუთხე.
„ქალთა ოთახი ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ: თეთრწყაროში, წალკასა და დმანისში უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. პროგრამის ფარგლებში იგეგმება ქვემო ქართლში კიდევ ოთხ და სამცხე ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მსგავსი მუნიციპალური სერვისების შექმნა”.
პროგრამას ახორციელებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)მერსი ქორფსთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით.


Share.

Leave A Reply