ბოლნისი ევროკომისიის მიერ წამოწყებულ ინიციატივაში-მერების შეთანხმებაში გაწევრიანდება

0

10997799_908034812590972_5646649451962942149_nბოლნისი იქნება მეათე ქალაქი, რომელიც ევროკომისიის მიერ წამოწყებულ ინიციატივაში-მერების შეთანხმებაში საკუთარი ინიციატივით გაწევრიანდება.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგი მეშველიანი მერების შეთანხმების სამხრეთ კავკასიის ოფისის კოორდინატორს შეხვდა.

გიორგი აბულაშვილმა გამგებელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის კონცეფცია გააცნო და იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რასაც ბოლნისი მერების შეთანხმებაში გაწევრიანების შემდეგ მიიღებს.
მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს მწვანე ეკონომიკური განვითარებისა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთობლივი ნებაყოფლობითი პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს.
მერების შეთანხმების ხელმომწერები ისახავენ საერთო მიზნებს შეუქმნან საკუთარ მოქალაქეებს ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი საცხოვრებელი პირობები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი ენერგეტიკული მომსახურეობით.
მუნიციპალიტეტი გაწევრიანებით იღებს ვალდებულებას, რომ აღრიცხავს და მუდმივად გააკონტროლებს ენერგიის მოხმარებისა და ნახშირორჟანგის ემისიის პროცესებს თავის ტერიტორიაზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას მერების შეთანხმებაში უკვე ჩართულ მუნიციპალიტეტებთან, რათა გაწევრიანებისა და პროექტების დაფინანსების პროცედურები სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს.
გოგი მეშველიანი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
,,შეხვედრა გვქონდა მერების შეთანხმების რეგიონალური ოფისის მთავარ ექსპერტთან ბატონ გიორგი აბულაშვილთან. როგორც მოგეხსენებათ, მერების შეთანხმება ეს არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს. შეთანხმების ფარგლებში არის კონკრეტული ინიციატივები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ენერგორესურსებზე გადასახადების შემცირებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უკეთეს კომუნალურ მომსახურებას, ენერგო უსაფრთხოებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის CO2- ის ემისიის 20 %-ით შემცირება 2020 წლისთვის.
ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც შეიძლება იყოს სახელმწიფო მნიშვნელობის დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების თანამედროვე ტექნოლოგიებით დათბუნება, ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადაყვანა, მზის ენერგიის გამოყენებით გათბობის და ცხელი წყლის სისტემების მოწყობა, რომელმაც პერსპექტივაში უნდა შეამციროს მუნიციპალური დანახარჯები ამ მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფინანსება მოხდება ევროკავშირის პროექტების ფარგლებში.
ეს არ არის მყისიერი ეფექტის მქონე პროექტი. ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკითხების დამუშავება, თუმცა მე ვთვლი, რომ ორ- სამწლიან პერსპექტივაში საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება შეიძლება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რათა კერძო საკუთრებაში დანერგონ ენერგო დამზოგავი ტექნოლოგიები“.
,,დღეს გვქონდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ბოლნისის გაწევრიანებას მერების შეთანხმებაში. მერების შეთანხმება არის ევროპული ინიციატივა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობები ნებაყოფლობით ვალდებულებას იღებენ, გარემოსდაცვითი საკითხების და კონკრეტულად გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტაინონ.
დღეისათვის საქართველოში ცხრა თვითმმართველი ერთეულია ჩართული ამ პროცესში და როგორც დღევანდელი შეხვდრის შემდეგ შემიძლია გითხრათ, მეათე გახდება ბოლნისი. ამ პროცესებს ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებასთან ერთად აქვს კონკრეტული სოციალური შედეგებიც, რაც ნიშნავს უკეთეს, გაუმჯობესებულ პირობებს საბავშვო ბაღებში , გარე განათების სრულყოფასა და მოწესრიგებას ისე, რომ შედარებით ნაკლები გადასახადი დაუჯდეს როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე მოსახლეობას“, – განაცხადა მერების შეთანხმების სამხრეთ კავკასიის ოფისის კოორდინატორმა გიორგი აბულაშვილმა.


Share.

Leave A Reply