ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

0

მუზეუმი5მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საგანმანათლებლო ღონისძიება მოაწყო სახელწოდებით „ისტორიის ლაბირინთი“. ღონისძიება, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ნაწილში ბოლნისის №1, №3, №5  და კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს მეფეების მოღვაწეობაზე, მეორე ნაწილში კი სკოლებს შორის ვიქტორინა გაიმართა. მოსწავლეებს ტესტების სახით დაურიგდათ კითხვები, სწორი პასუხების რაოდენობის მიხედვით გამარჯვებულად კერძო სკოლა „დავითიანი“ გამოვლინდა. ოთხივე სკოლას მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან სამახსოვროდ ისტორიული წიგნები გადაეცათ.

„ვფიქრობ საინტერესო ღონისძიება გამოვა. აქ წარმოდგენილი პრეზენტაციებისა თუ ვიქტორინის საშუალებით სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ  შეიტყვეს საქართველოს ისტორიის და მეფეთა ცხოვრების შესახებ. საინტერესოდ წარიმართა ვიქტორინა სკოლებს შორი,ს გამარჯვებულად სკოლა „დავითიანი“ დასახელდა. დღეს ამით შემოვიფარგლეთ, თუმცა სამომავლოდაც ბევრი საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი სკოლებისთვის.“ _ განაცხადა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ანა აკოფიანმა.

მუზეუმი4


Share.

Leave A Reply