ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა

0

10497063_906531476074639_7556808248115553886_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის პრეზენტაცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვა სამსახურის უფროსს შალვა მჭედლიშვილს გადასცა. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების ხელმძღვანელებს სამსახურის სპეციფიკა და ფუნქცია-მოვალეობები გააცნო.

შალვა მჭედლიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი:

_ დღევანდელ შეხვედრაზე აღვწერეთ ჩვენი ფუნქცია-მოვალეობები  და გავაცანით იმ სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და რომლებზეც გვევალება ზოგადი აუდიტორული შემოწმება, მონიტორინგი და კონტროლი.

მანანა კვერნაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი:

_ დღეს იყო ჩვენი საჯარო პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი მიმართულებები, ძირითადი მიზნები და არსი.

შიდა აუდიტის სამსახური 2014 წლის 1 ნოემბრიდან ფინქციონირებს და მისი უფლებამოსილებებია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება მათი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები.

Share.

Leave A Reply